ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


3 November 2026

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ქუთაისში

 

2026 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს უნივერსიტეტის იმერეთის რეგიონული წარმომადგენელი, მარიამ კუხიანიძე აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისსა და რეგიონში გამართულ სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში. აღნიშნული აქტივობები წარმოადგენდა უნივერსიტეტის სამიზნე აუდიტორიასთან — სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებთან — უშუალო კომუნიკაციის, უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდისა და საგანმანათლებლო შეთავაზებების გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

ახალგაზრდული შეხვედრები დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობით

დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და ლიეტუვის ელჩებთან გამართული ახალგაზრდული შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც ქ. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა პირადად მიიღეს ინფორმაცია, საქართველოს უნივერსიტეტის არსებული პროგრამებისა და აკადემიური შესაძლებლობების შესახებ. 

აქტივობებს შორის იყო, დისკუსია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ორგანიზებით რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების, აქტიური მოქალაქეებისა და ახალგაზრდების მდგომარეობას ქუთაისსა და რეგიონში, ასევე სამოქალაქო ჩართულობისა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღნიშნულ ღონისძიებებში რეგიონული კოორდინატორის აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს საქართველოს უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდას იმერეთის რეგიონში და ქმნის პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას უნივერსიტეტით დაინტერესებული სეგმენტისთვის. ამას გარდა, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სხვადასხვა ინციატივების გაზიარება/წამოწყებას, რაც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და ერთმნიშვნელოვნად საჭიროა. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი