საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — როგორც sSPHERE (Small Countries Public Health Education for Sustainability and Equity) ქსელის ოფიციალურმა წევრმა, უნივერსიტეტმა მილანში გამართულ ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლების ასოციაციის (ASPHER) კონგრესზე მილანის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
ეს მნიშვნელოვანი სიახლე ადასტურებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების, კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ევროპულ პროცესში.
მილანის დეკლარაცია აერთიანებს ASPHER-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს (WHO/Europe) და sSPHERE-ის წევრებს საერთო მიზნის გარშემო გააძლიერონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების ხარისხი, მდგრადობა, სამართლიანობა და ლიდერობა ევროპის მცირე სახელმწიფოებსა და მთელ რეგიონში.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ:
საქართველოს უნივერსიტეტისთვის ეს პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მზარდ საერთაშორისო როლს, ევროპულ აკადემიურ სივრცეში აქტიურ ჩართულობას და უმაღლესი ხარისხის განათლებისა და კვლევისადმი ერთგულებას.