9 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციას - FITA შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს, საქართველოს უნივერსიტეტის ბლოქჩეინის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას, საერთო ინტეგრაციებს სამეცნიერო კვლევებში, სტუდენტებისთვის დასაქმების შეთავაზებას და ტექნიკურ თუ რესურსულ მხარდაჭერას.
ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია - FITA, კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემაში ჩართული კომპანიების გაერთიანებაა. ის არის ინდუსტრიის წარმომადგენელი ორგანო მარეგულირებლებთან, საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წევრები არიან ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული -ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარებაში.