ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


18 May 2026

საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები თემთან ჩართულობის ტრენერებად გადამზადდნენ

 

2026 წლის 11–15 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ოთხმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ტრენერთა ტრენინგში (ToT), რომელიც თემთან ჩართულობისა (CE) და თემთან თანამშრომლობითი სწავლების (CEL) საკითხებს ეხებოდა და ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული. ტრენინგს სლოვაკეთში, ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში, მატეი ბელის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია თემთან ჩართულობისა და საზოგადოებასთან თანამშრომლობითი სწავლების მიმართულებით სასწავლო პროგრამების დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პედაგოგიური და ფასილიტაციის უნარების განვითარებას, რაც მონაწილეებს უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლების და სტუდენტების გადამზადების შესაძლებლობას მისცემს.

ინტერაქტიული სესიების, მიკროსწავლების აქტივობების, ტრენერებთან დისკუსიებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ცენტრების მონახულების გზით, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს უმაღლეს განათლებაში საზოგადოებრივი ჩართულობის მიდგომების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.

ტრენინგი მატეი ბელის უნივერსიტეტისა და რიეკის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს. მიღებული ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტში თემთან ჩართულობის აქტივობების გაძლიერებასა და უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის მდგრადი თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

მეტი ინფრმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://enhance.ug.edu.ge/ 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი