სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის თეატრალური დასი, საპრიზო მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტის ლინდა დავითაძის ხელმძღვანელობით წარადგინა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი სახელად "ექო", რამაც ჟიურის მოწონება და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, წელს პირველად წარსდგა ფესტივალზე ამ მიმართულებით. სტუდენტებისთვის: თეკლა იაკობაძე, თეკლა კანკია, გიორგი ბოლქვაძე, მარიამ კაშია და ლიზი კვაჭაძესთვის ეს პირველი ნაბიჯები იყო თეატრალურ სამყაროში.
ფესტივალის აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ დადგმის ქრონომეტრაჟი ყოფილიყო არაუმეტეს ათი წუთისა. საქართველოს უნივერსიტეტის დასმა, სპექტაკლში "ექო" გადმოსცა ისტორია ცხრამეტი წლის გოგონაზე, რომელიც ვერ ეგუება მშობლების ტრაგიკული გარდაცვალებას, ხოლო გარშემომყოფები მის რეალობაში დაბრუნებას ცდილობენ.
დაინტერესებულ პირებს, სპექტაკლის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: https://youtu.be/VnxKzQX5yWs?si=KYILf0jQbVBjWkWM