ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


25 March 2019
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში (INADR) მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის  სკოლის გუნდი - UGLS საერთაშორისო მედიაციის ამერიკულ კონკურსში (INADR), 4 ფინალისტ გუნდს შორის მოხვდა და ბოლო რაუნდში ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტი დაამარცხა, რის შედეგადაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ დაგროვებული ქულებით მეორე ადგილი დაიკავა.

 

მედიაციის კონკურსი 14-17 მარტს, საბერძნეთში, . ათენში გაიმართა და მასში მონაწილეობდა 52 სამართლის გუნდი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. აღსანიშნავია, რომ UGLS პირველი მონაწილე გუნდი იყო საქართველოდან.

 

საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის გუნდის სტუდენტებს და ქოუჩებს: მარიამ თურმანიძეს, ლაშა ლურსმანიშვილს, ანა ჯიქიას, ასოცირებულ პროფესორს ქალბატონ ნატა სტურუას და სამართლის სკოლის დირექტორს ქალბატონ ანა ხურციძეს.

 

სამართლის სკოლა სტუდენტებს აქტიურად აძლევს შესაძლებლობას: სამართლის, მედიაციის და არბიტრაჟის მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი არაერთ საერთაშორისო შეჯიბრში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. კონკურსში მონაწილე სტუდენტებს სამართლის სკოლა ყველა ხარჯს უნაზღაურებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს მორიგი გამოწვევა ზაფხულში, ავსტრიაში დაგეგმილ დავის ალტერნატიული გადაჭრის საშუალებების - DRC კონკურსზე ელოდება, სადაც სამართლის სკოლის გუნდი უკვე შერჩეულია საუკეთესო მომლაპარაკებელ 22 გუნდს შორის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი