ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


13 February 2026

ტრენინგების სერია - 5 ნაბიჯი დასაქმებისკენ

 

საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით ტრენინგების სერია-5 ნაბიჯი დასაქმებისკენ გაიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პრაქტიკული რჩევები შემდეგ კომპონენტებში:

  • როგორ გავხდეთ საუკეთესო კანდიდატი დამსაქმებლისთვის?
  • როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე?
  • როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?
  • წარმატებული გასაუბრების ფორმულა;
  • LinkedIn, როგორც დასაქმების საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ჩატარდა როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისათვის. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სიმულაციურ გასაუბრებას და საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სიტუაციაში. ტრენინგების სერიას კომპანია ჯეპრას ადამიანური რესურსების მენეჯერი, რუსუდან კინწურაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი, მარიამ ჯანჯარია უძღვებოდნენ. 

მათ შორის, ტრეინინგი -LinkedIn, როგორც დასაქმების საშუალება, იყო ყველაზე აქტუალური, რადგან არსებულ დასაქმების ბაზარზე ყველაზე აქტიურად ეს პლატფორმა გამოიყენება, სამუშაო კადრის ძიებისათვის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პირადი LinkedIn გვერდი შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, რათა შესაბამისმა ალგორითმა ვალიდურად შესთავაზოს დამსაქმებელს კადრი და პირიქით. 

საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ცენტრი, მუდმივად მართავს მსგავსს ინტერაქციულ შეხვედრებს სტუდენტებთან და ინდივიდუალური, თუ ზოგადი შეხვედრებით მუდმივად სთავაზობს სტუდენტებს საკუთარი კარიერული უნარების წარმოჩენაში დახმარებას. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი