2-3 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის სამართლის სკოლების სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე "ევროკავშირის სისხლის სამართალი - საფუძვლები და გამოწვევები"
ტრენინგს უძღვებოდა აარჰუსის უნივერსიტეტის (დანია) ასისტენტ-პროფესორი, სორენ არვიგ ვერდონერი, რომელმაც ინტერაქციულ ფორტმატში გააცნო სტუდენტებს ( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა ) და პრაქტიკოს იურისტებს ევროკავშირის სისხლის სამართლის საფუძვლები და გამოწვევები, გაუზიარა მათ არსებული პრაქტიკა და წლების განმავლობაში დაგროვილი, ფაქტობრივი გამოცდილება.