12 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი ინოვაციური კონკურსის - „UG ინოვატორის“ ფინალური Demo Day გაიმართა, სადაც 10-მა ფინალისტმა გუნდმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინა. მრავალეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ ის ახალგაზრდები და მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე წარმატებით შეძლეს რეალური პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტებად გარდაქმნა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი ადგილი - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის გუნდი Signova
მეორე ადგილი - თბილისის N32 საჯარო სკოლის გუნდი Gateway
მესამე ადგილი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდი Blupatch
გუნდის წევრები: ალექსანდრე ჭელიძე, გიორგი ჩიკვატია
მენტორი მასწავლებელი: თამარ ლოლიშვილი
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები - 5000, 3000 და 2000 ლარის ოდენობით. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდების მენტორ-მასწავლებლებიც, ხოლო გამარჯვებულ სკოლებს საპატიო სიგელები გადაეცათ. კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო მონაწილეობის სერტიფიკატი.
ფინალისტი გუნდების პროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
„UG ინოვატორი“ საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-ის ინიციატივით განხორციელებული 8-კვირიანი საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა. პროექტის მიზანი იყო თბილისში არსებული საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებში ინოვაციური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და სამეწარმეო აზროვნების განვითარება.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს სპეციალური საგანმანათლებლო მოდულები, იმუშავეს მენტორებთან ერთად და შეისწავლეს ინოვაციისა და სტარტაპების შექმნის ძირითადი ეტაპები - პრობლემის იდენტიფიცირებიდან მომხმარებლის კვლევამდე, იდეის ვალიდაციიდან ბიზნესლოგიკის ფორმირებამდე და Pitch-ის მომზადებამდე.
შიდა დემო დღის შედეგად შერჩეულმა 10-მა საუკეთესო გუნდმა ფინალში საკუთარი პროექტები წარადგინა და აჩვენა, რომ თანამედროვე განათლება მხოლოდ ცოდნის მიღებას არ გულისხმობს - ის რეალური გამოწვევების დანახვას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ინიციატივების განხორციელებასაც მოიცავს.
UG ინოვატორი საქართველოს უნივერსიტეტის ხედვის ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს სივრცეს, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, სკოლა კი ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი პლატფორმა ხდება.
„შექმენი მეტი!“ - სწორედ ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და ინოვაციური იდეები, რომლებმაც UG ინოვატორის პირველი სეზონი წარმატებულ ისტორიად აქციეს.