საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო პროექტში “Invisible Cities” მონაწილეობდნენ, რომელიც ხორვატიაში, ზაგრებში გაიმართა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და European Journalism Training Association-ის (EJTA) თანამშრომლობის ფარგლებში,რომელმაც სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები და მენტორები გააერთიანა. მონაწილეები საერთაშორისო გუნდებში მუშაობდნენ ვიდეოისტორიების შექმნაზე ევროპელი ჟურნალისტების მენტორობით.
პროექტის მთავარი თემა იყო „უხილავი ადამიანების“ ისტორიები, ადამიანები, რომელთა გამოცდილებები ხშირად სტერეოტიპების, სოციალური იარლიყებისა და წინასწარი განწყობების გამო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. პროექტის ფარგლებში სტუდენტები: ლინდა დავითაძე და თამარ შიუკაშვილი, ვიზუალური ჟურნალისტიკისა და storytelling-ის საშუალებით მუშაობდნენ ამ ისტორიების წარმოჩენასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ სრულად იყო დაფინანსებული, რაც თავის მხრივ ადასტურებს უნივერსიტეტის პრიორიტეტებს, სტუდენტებისთვის საერთაშორისო, რეალურ გარემოში, პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას.