საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა და კლინიკა კონსილიუმ მედულას კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ხმალაძემ, 1-2 ივნისს, ბრიუსელში, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კიბოს მისიისა და ინოვაციური ჯანდაცვის პრიორიტეტების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში - „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action”.
ლაშა ხმალაძემ საერთაშორისო აუდიტორიას და წამყვან ევროპელ ექსპერტებს გაუზიარა საქართველოს უნივერსიტეტისა და კონსილიუმ მედულას ერთობლივი კვლევითი ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია ონკოლოგიურ პაციენტებში ბიომარკერებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით იმუნოთერაპიის ოპტიმიზაციაზე.