სიმონ გაბრიჭიძე - აქვს მაგისტრის ხარისხები მიღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), და განვითარების სწავლებებში, ჰააგის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტი (ჰოლანდია). მას გავლილი აქვს ჯანდაცვის ეკონომიკისა და დაზღვევის, ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების შესახებ დამატებითი სასწავლო კურსები; გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმების შესახებ; აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და ზოგადი მართვის საკითხებში პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს კომპეტენციას სიმონ გაბრიჭიძეს გაუძღვეს შემდეგ სალექციო კურსს: ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა.