ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

თეა ხოსიტაშვილი
მოწვეული ლექტორი
დოქტორი

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა


განათლება  
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო - ბაკალავრი - 2005 - 2009
ქ. თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის, ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტი - მევენახეობა - მეღვინეობის და ხილ-ბოსტნეულის წარმოება-გადამუშავების - ბაკალავრი - 2006 - 2010
აკადემიური დოქტორი (2018); სასურსათო ტექნოლოგიები; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2018); 1994-2005 წლებში დაამთავრა სოფელ დიღმის საჯარო სკოლა, სადაც წარჩინებული მოსწავლეობსიათვის ყოველწლიურად ჯილდოვდებოდა „ბეჯითის წოდებით და სტიპენდიით. 2005-2009 წლებში თეა ხოსიტაშვილმა დაამთავრა წითელ დიპლომზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაქულტეტის, ქიმიის ბაკალავრის სპეციალობით, სადაც ასევე გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2007-2010 წლებში მან პარალელურად დაამთავრა თბილისის მებაღეობა-მევენახეობის ინსტიტუტი სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრის სპეციალობით. 2009-2011 წლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეა ხოსიტაშვილმა შეასრულა თავისი სამაგისტრო ნაშრომი და მიიღო სასმელების ტექნოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011-2018 წლებში თეა ხოსიტაშვილმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი „აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების წითელ ყურძენში ფენოლური სიმწიფის ინდექსის შესწავლა და გავლენა წითელი ღვინის ხარისხზე“ და მიიღო სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი ტრეინინგ კურსი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მეღვინეობასა და სასურსათო ტექნოლოგიების დარგში. ძირითადი კვლევის სფეროები: მეღვინეობა, წითელი ღვინის ფენოლური ნაერთები, ფენოლური სიმწიფის ინდექსი, ფენოლური ნაერთების გამოყოფა, იდენტიფიკაცია და ღვინის დაძველების პოტენციალი. 2011-2016 წლებში მუშაობდა არაერთ წარმატებულ ქართული ღვინის კომპანიაში. იგი ფლობს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სფეროში მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. თეა ხოსიტაშვილი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას და 2018 წლიდან იგი გახლავთ Erasmus+“ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ლექტორი და კითხულობს სალექციო კურსს სხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის. 2016 წლიდან თეა ხოსიტაშვილმა დაიწყო საქმიანობა უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში და 2019 წლიდან შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისა წყალობით გახდა ბრენდული კომპანიის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმატებული მთავარი ტექნოლოგი. თეა ხოსიტაშვილი არის 35-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი