იზა გიგაური
პროფესორი
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი - ბაკალავრი - 2002 - 2006
ბოხუმის რურის უნივერსიტეტი - ფილოლოგიის ფაკულტეტი - მაგისტრთან გათანაბრებული - 2006 - 2007
ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (თბილისის კამპუსი) - ბიზნესის ადმინისტრირება - მაგისტრი - 2007 - 2009
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დოქტორი - 2009 - 2013
ნიდერლანდების ბიზნეს სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება - მაგისტრი - 2010 - 2011
პროფ. დოქტ. იზა გიგაურს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი (Summa Cum Laude) მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი - ნიდერლანდების ბიზნეს სკოლაში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) - ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში; დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (წარჩინებით) და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია, წარჩინებით).
მას აქვს როგორც პრაქტიკული მუშაობის, ასევე უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სწავლების 12 წლიანი გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, მარკეტინგს, მდგრადობას, მეწარმეობას, ადამიანური რესურსების მართვას, დიგიტალიზაციას. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, წიგნები და წიგნის თავები. მიღებული აქვს მონაწილეობა 50-მდე საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში, შვიდჯერ იყო მთავარი მომხსენებელი და არის 15 საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
პროფ. დოქტ. იზა გიგაური თანამშრომლობს წამყვან აკადემიურ გამომცემლობებთან როგორც რეცენზენტი, სარედაქციო საბჭოს წევრი და მოწვეული რედაქტორი. ის არის საერთაშორისო პროფესიული და კვლევითი ქსელების წევრი. მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო სტიპენდია და კვლევითი გრანტი. 2024 წელს დაჯილდოვდა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ORCID: https://orcid.org/0000-0001-6394-6416