თამარ აბრამიძე როგორც იმუნოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს და უფროსს მკვლევარი აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება იმუნოლოგიის, ალერგიის დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული მართვისა და საერთაშორისო კვლევითი პროგრამების სფეროში. იგი ფლობს ფართო გამოცდილებას ლაბორატორიული სტრატეგიული ხელმძღვანელობის, თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების დანერგვის, ხარისხის მართვის სისტემებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. დოქტორი აბრამიძე წარმატებით ხელმძღვანელობდა მრავალცენტრულ კვლევით პროექტებს. 15 წლის განმავლობაში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიისა და უჯრედული ბიოლოგიის ლექტორი. იგი არის 25-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რეგულარული მომხსენებელი ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI) კონგრესებზე, სადაც მიღებული აქვს საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდო. თამარ აბრამიძემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს პირველი ეროვნული აერობიოლოგიური სამსახურის შექმნაში და ქვეყნის პირველი მცენარეული ყვავილის მტვრის კალენდარის შემუშავებაში, ასევე უზრუნველყო ეროვნული აერობიოლოგიური მონაცემების ინტეგრირება ევროპის აეროალერგენების ქსელში.