ნინო ნიკოლაშვილი
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
საქართველოს უნივერსიტეტი - ქართული ფილოლოგია - მაგისტრი - 09/15/2020 - 07/25/2023
ფოლკლორული მოტივები რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში - 2023
ქალები საქართველოს წარსულიდან - 2024
ისტორია და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 02-10-2018
LING0011-სამედიცინო ქართული, როგორც უცხოური ენა I (
2026/2027;
)
სამედიცინო ქართული, როგორც უცხოური ენა I-LING0011
ნინო ნიკოლაშვილი
ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მკვლევარი, ქართული, როგორც უცხო ენის, მოწვეული ლექტორი
მე ვარ ფილოლოგი, მკვლევარი და ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სპეციალისტი. 2016–2020 წლებში ვსწავლობდი ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2020–2023 წლებში — ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2025 წლიდან ვსწავლობ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე და ვმუშაობ სადოქტორო თემაზე: „სემანტიკური ფრეიმების ტრანსფორმაციის თავისებურებები ქართული ენის ცოდნის დონეების გრადაციის კონტექსტში“.
2021–2022 წლებში ვმუშაობდი უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“, სადაც აბიტურიენტთა კურსის ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებდი. 2021 წლიდან დღემდე ვმუშაობ ორგანიზაცია „სემიტაში“, რომლის ფარგლებშიც უცხოენოვან სტუდენტებს ქართულ ენას ვასწავლი. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ვთანამშრომლობ საქართველოში მოქმედ ბრიტანეთისა და ლატვიის საელჩოებთან და ქართულ ენას ვასწავლი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრიტანეთისა და ლატვიის ელჩების მოადგილეებს.
2026 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შევუერთდი და ვარ ქართული, როგორც უცხო ენა, კურსის მოწვეული ლექტორი.
ჩემი აკადემიური ინტერესები უკავშირდება ქართულ ენაში სემანტიკური და ლექსიკურ-გრამატიკული სტრუქტურების კვლევას, ქართული ენის ცოდნის დონეების მიხედვით ენობრივი მასალის ცვლილებასა და ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში გამოყენებულ სასწავლო რესურსებს. ამ მიმართულებით ვარ „ბილიკი C1“ სახელმძღვანელოს რედაქტორი.
ვარ ერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის „ქალები საქართველოს წარსულიდან“ თანაავტორი. წიგნის გამოცემის შემდეგ მონაწილეობა მივიღე არაერთ თემატურ ლექციასა და შეხვედრაში, მათ შორის ჩავატარე სემინარი საბანკო სექტორის 60 თანამშრომლისთვის. წიგნის თემატიკაზე არაერთხელ მისაუბრია სატელევიზიო გადაცემებში. 2026 წელს მონაწილეობა მივიღე Silk TV-ისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ ერთობლივ პროექტში „თან სანახავი“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ქალების ისტორიებისადმი მიძღვნილი გადაცემების სერია.
ჩემი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს აკადემიურ კვლევას, საუნივერსიტეტო სწავლებას, ქართული ენის უცხოენოვანთათვის სწავლებას და ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას.