მაია ზარნაძე- მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. ინგლისურ ენაზე უძღვება ქართული ენის კურსს. მას აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მიენიჭა ფილოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწალებლის კვალიფიკაცია. აქვს მაგისტრის ხარისხი. ფილოლოგიის ფაკულტეტის ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმნის კათედრის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მთარგმნელი კვალიფიკაცია რუსულ-ქართული ენების პროფილით. მუშაობდა Inversiones Tucson”-ში თარჯიმნად (ესპანური-რუსული ენები). მუშაობდა კომპანია „OFILENGEA”-ში თარჯიმნად. (ესპანური-რუსული-ქართული ენები)მას გავლილი აქვს ინგლისური ენის სამთვიანი კურსი International House Tbilisi- ში. გაიარა INTERNATIONAL, ASSOCIATION KVALI-ის, ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსები. დონე: UPPER INTERMEDIATE, ADVANCED, საერთშორისო, ტელეკომუნიკაციის და ინფორმაციის ცენტრში გაიარა კომპიუტერული სწავლების კურსი, შეისწავლა: Internet, E-mail, Windows, MS Office-ის, Microsoft Excel, Microsoft office PowerPoint. აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უცხოენოვან სტუდენტებთან. არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ლექტორი.