ტატო კვამლაძე - მოწვეული ლექტორი - უძღვება აშშ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, აშშ-ის პოლიტიკისა და მთავრობის და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კურსებს. მას აქვს სამი მაგისტრის ხარისხი მიღებული ბიზნესის ადმინისტრირებაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლიდან, დიპლომატიისა და ევროინტეგრაციის სპეციალობით ესტონეთის დიპლომატიური სკოლიდან და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან. ხოლო ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი კვლევითი ინტერესებია: გეოპოლიტიკა, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა და თავდაცვის ეკონომიკა. მას ნამუშევარი აქვს კვლევით პროექტებზე თავდაცვის პოლიტიკის, დანახარჯისა და თავდაცვის პროგრამების შემუშავებისა და ბიუჯეტირების დარგში. მას აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობებზე.