მაია რობაქიძე - მოწვეული პედაგოგი საქართველოს უნივერსიტეტში; მას აქვს მიღებული ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მას აქვს 20 წლიანი პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება. ასევე 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით სხვადასხვა ინდუსტრიაში - ფარმაცია, სადაზღვევო სფერო, კლინიკა, ჰოსპიტალური სექტორი და სხვა. აქვს მაღალი რგოლის მენეჯმენტში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება როგორც მსხვილ კომპანიებში (3500-ზე მეტი თანამშრომელი), ასევე სტარტაპზე მყოფ კომპანიებში. სხვადასხვა პროექტებში კონსულტანტად და მკვლევარად მუშაობის გამოცდილება; სპეციალიზებულია პერსონალის შერჩევის მეთოდოლოგიაში, მოტივაციის სისტემის დანერგვაში, სამუშაოს შესრულების შეფასებების, მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემების განვითარებაში, ექსპერტული გამოცდილება ორგანიზაციული კვლევების ჩატარებაში, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემების განვითარებაში და სხვა.