ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

თამარი ქეცბაია
მოწვეული ლექტორი
Gnomon Wise-ის მკვლევარი
მაგისტრი
სამართლის დეპარტამენტი

სამართლის სკოლა


განათლება  
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართლის სკოლა - ბაკალავრი - 2011-01-09 - 2015-08-20
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალის სკოლა - მაგისტრი - 2017-01-10 - 2021-02-19
პუბლიკაციები  
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება - 2019
კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება - 2020
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დეტერმინანტები სამხრეთ კავკასიაში - ემპირიული ანალიზი - 2020
ადგილობრივი თვითმმართველობა ილიასეული კრიტიკული პერსპექტივიდან - 2021
კომენდანტის საათი - ევროპაშიც ხომ ასეა?! - 2021
მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით პერსპექტივაში - რეკომენდაციები საქართველოსთვის - 2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რუსეთის 24 წლიანი ტოქსიკური ურთიერთობის "დასასრულის დასაწყისი" - 2022
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში - 2023
საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია შედარებით პერსპექტივაში - 2023
კურსები  
კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფოს მოწყობის სამართალი (ნაწილი II)-LAWB1215 (  2025/2026; )
ცხრილი  
კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფოს მოწყობის სამართალი (ნაწილი II)-LAWB1215
თამარ ქეცბაია საქართველოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ (Gnomon Wise) მკვლევარია მისი დაარსების დღიდან. მისი კვლევითი საქმიანობა ძირითადად სამართლის მიმართულებას მოიცავს და ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამართალი და ეკონომიკა, სამართლის უზენაესობა, საკუთრების უფლება და მართლმსაჯულება. 2015-2019 წლებში თამარი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) პროექტ „ფაქტ-მეტრის“ (FactCheck) სამართლებრივი ანალიტიკოსი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტში და ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებების მიმართულებით. 2023-2025 წლებში თამარი High School of Georgia-ს სამართლის მოდულის ლექტორის პოზიციას იკავებდა. 2021 წლის აპრილიდან იგი „დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის“ (INADR) სამართლის სკოლების მედიაციის საერთაშორისო ტურნირის კომიტეტის წევრია. 2024-2025 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის სტაჟიორი, ხოლო 2025 წლის ივნისიდან INADR-ის წევრის (Fellow) სტატუსს ფლობს. 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან თამარი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და კითხულობს ლექციებს კონსტიტუციურ სამართალში. თამარმა 2015 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2021 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და ამჟამად გადის პროფესიული ადაპტაციის პროგრამას.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი