
ეგნატე შამუგია
მოწვეული ლექტორი
Gnomon Wise-ის მკვლევარი
მათემატიკის დეპარტამენტი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - ბაკალავრი - 2011-10-09 - 2017-05-31
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - მმართველობის სკოლა - მაგისტრი - 2017-12-09 - 2019-05-20
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება - 2019
საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა და მიმდინარე რეფორმების ანალიზი - 2020
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დეტერმინანტები სამხრეთ კავკასიაში - ემპირიული ანალიზი - 2020
პანდემიის სამართავად მთავრობისთვის გადაცემული ძალაუფლების ეკონომიკური ანალიზი - 2020
საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი - 2020
ლარის გაცვლითი კურსის ოცწლიანი ისტორია და გაუფასურების მიზეზები - 2021
სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური მიღწევა: მეტა-რეგრესული ანალიზი - 2021
ფისკალური დეცენტრალიზაცია და კორუფცია - 2021
ეროვნული ბანკის ეფექტურობის შეფასება ბოლო ოცწლიან პერიოდში - 2022
მიკერძოებულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა - 2022
მთავრობის ზომის შეფასება - 2022
დამოუკიდებლობის სამი ათწლეული და ინსტიტუციური განვითარება - 2022
სამეზობლოს ინფრასტრუქტურა - 2022
დასაქმება საჯარო სექტორში - ემპირიული მტკიცებულება საქართველოდან - 2023
დასაქმება საჯარო სექტორში - ემპირიული ანალიზი - 2023
საჯარო სექტორის ემპირიული ანალიზი - მთავრობის ზომის შეფასება და მისი გავლენა ეკონომიკაზე - 2023
ეროვნული ბანკის სანდოობა - 2023
საქართველოს ეროვნული ბანკის გავლენა ბანკების მომგებიანობაზე - ემპირიული ანალიზი - 2023
საკუთრების უფლების პოლიტეკონომია - 2023
ციფრული ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენება - 2023
ციფრული ლარი: ახალი საფრთხე თავისუფლებისთვის - 2023
Moral Hazard in Government Health Programs - New Evidence from Georgia - 2023
სისხლის სამართლის საკანონმდებლო პროცესი და ეკონომიკური ანალიზი - 2024
Property crime in the South Caucasus-Panel Data Analysis - 2024
Rule of law and economic performance: A meta-regression analysis - 2025
მათემატიკური სტატისტიკა-MATH5007 (
2025/2026;
)
მათემატიკური სტატისტიკა-MATH5007
ეგნატე შამუგიამ 2019 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო. 2017 წელს კი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი. პროექტში მას ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსი აქვს. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესია ინსტიტუციური ეკონომიკა და სამართალი და ეკონომიკის მიმართულება. აგრეთვე, ეგნატე დაინტერესებულია მონეტარული პოლიტიკით, ჯანდაცვის ეკონომიკით და მმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხებით. 2017-2019 წლებში ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციაში (GRASS)", ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე (საჯარო პოლიტიკა, საჯარო სექტორის ეკონომიკა). ასევე, 2017-2018 წლებში იკავებდა "საუნჯეში" პროექტის კონსულტანტის პოზიციას. გარდა ამისა, ეგნატეს აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. 2019 წლიდან ეგნატე შამუგია საქართველოს უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტის „გნომონ ვაიზის“ მკვლევრის პოზიციას იკავებს. ასევე, 2019 წლიდან წერს „ბიზნეს მედია საქართველოსთვის“ (bm.ge), სადაც მის ანალიტიკური სტატიები ფარავს რეგიონის ეკონომიკური საკითხებს (სამხრეთ კავკასია, რუსეთი, თურქეთი, ცენტრალური აზია და აღმოსავლეთ ევროპა). მათ შორის წერს „ფორბს ჯორჯიასთვის“. ეგნატე შამუგიას კვლევით ინსტიტუტში მუშობის პერიოდში მომზადებული აქვს 4 სამუშაო სტატია (სტატიები იხილეთ აქ: https://bit.ly/36MWPaR) და სხვა პუბლიკაცია. მათ შორის, პროექტის ძირითადი პერსონალთან თანაავტორობით. ბოლო კვლევითი აქტივობა სწორედ ინსტიტუციურ ეკონომიკას უკავშირდება.