ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

არს გუსტო

„კულინარიულ და გასტრონომიულ სფეროში სწრაფად დასაქმების გზა - „საქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“-ზე გადის...“

იუ ჯი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ს კულინარები

მზარეულთა პირველი პროფესიული სკოლა XIX საუკუნეში ინგლისში გახსნეს, მას შემდეგ კულინარული სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა...  „საქართველოს უნივერსიტეტა“ კულინარიის აკადემია კი, 2023 წლის 6 ივნისს, იმ მიზნით დააარსა, რომ ევროპული განათლების მიღება ჩვენი ქვეყნიდან გაუსვლელად შესაძლებელი გამხდარიყო. ჩვენი კულიანარიის აკადემია „არს გუსტო“, სასწავლებლად იწვევს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვაგარეთ მცხოვრებ  უცხოელ - კულინარიის ხელოვნებით დაინტერესებულ მოყვარულ და გასტრონომიის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს.

UG კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ - ს ძირითადი მიზანია ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია აკადემიურ ხარისხში ავიყვანოთ და ამასთან ერთად სტუდენტები მსოფლიო გემოების ხელოვნებას ვაზიაროთ.

ჩვენი აკადემიის კურსდამთვრებულები სრული აკადემიური, ზოგადი კურსების და მასტერ-კლასების მეშვეობით მსოფლიო კულინარიის ხელოვნებას ეუფლებიან. „არს გუსტო“ ამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, სადაც კულინარიის ხელოვნების შესწავლა შესაძლებელია: ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

ჩვენი სტუდენტები: მზარეულის, კონდიტერის, ბეიქერის და რესტორნის მენეჯმენტის საავტორო სასწავლო პროგრამების და მსოფლიოში წამყვანი კულინარიის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით და აპრობირებული მეთოდოლოგიით, ჰასპის სტანდარტების გათვალისწინებით და საქართველოს განათლების სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით, კულინარიის ხელოვნებას სრულყოფილად სწავლობენ;

 ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტების: შეფ-მზარეულების, შეფ-კონდიტერების, რესტორატორების, სომელიეების, ბიზნეს-მენეჯერების, ნუტრიციოლოგების, აგრო-სპეციალისტების (ძირითადად, მეხორცეული, მერძეული და სასათბურე ჩითილების მიმართულებით) რესტორატორების, გასტრონომიული კულტურის მკვლევარების მეშვეობით სტუდენტები კულინარიულ უნარე-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

ჩვენი გუნდი სტუდენტების ცოდნის და ზოგადი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავს; „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემიის ხელმძღვანელობას შემუშვებული აქვს წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული 10 წლიანი სამოქმედო გეგმა; იმის გათვალისწინებით, რომ კულინარიის ხელოვნება სწრაფად განვითარებადი დარგია, ზოგადი კურსები ყოველწლიურად განახლდება;

ჩვენი საზაფხულო სკოლის, ქართველი და უცხოელი კულინარების მასტერ-კლასების მეშვეობით - სტუდენტები ნამდვილ კულინარიულ სამყაროს ეზიარებიან; ეცნობიან ფერმერულ მეურნეობას და სათბურებიდან თეფშამდე თითოეულ ინგრედიენტს შეიმეცნებენ.

ჩვენი ჭკვიანი კულინარიული სკოლა შესაბამისი პროგრამების გათვალისწინებით, სრულად აღჭურვილია: თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებით და ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით და სათბურებით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ლიტერატურით და ელექტროული სასწავლო ბიბლიოთეკით, რაც უწყვეტი ფუნდამენტური სწავლის და განათლების მიღების გარანტიაა. თითოეული მაპროფილებელი სასწავლო პროგრამა რამდენიმე საფეხურიან კურსს მოიცავს; სტუდენტების გარდა, გურმანებს, მოყვარულებს და პროფესიონალ მზარეულებს, კონდიტერებს და პურ-ფუნთუშეულის სპეციალისტებს შეუძლიათ გაიარონ: 1 კვირიანი, 1 და 3 თვიანი მოკლე კონკრეტული მიმართულების მასტერ-კლასები და/ან სასერტიგიკატო კურსები, ასევე  6 თვეში დაეუფლონ სამზარეულოს ძირითად საფუძვლებს... 12 თვიანი სრული კურსის დასრულებისთანავე კი, კულინარიულ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტებად, ან სულაც სუ-შეფებად ან შეფ-მზარეულებად იქცნენ; სრულიად დამწყებ მოყვარულს, რომელიც ოცნებობს გახდეს ერთ-ერთი მაღალ ანაზღაურებადი, პოპულარული შეფ-მზარეული, შეფ-ბეიქერი, შეფ-კონდიტერი, რესტორატორი ან კულინარიული მკვლევარ-ბლოგერი სრული - 5 საფეხურისგან შემდგარი სასერთიფიკატო ინტენსიური კურსის გავლა მოუწევს.

ჩვენი სკოლა საქართველოში პირველი სრულყოფილი კულინარიული სასწავლებელია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსოფლიო სტანდარტების ევროპული და ამერიკული კულინარიის აკადემიის დონის განათლება მიიღოს და ჩვენი მეშვეობით განვითარდეს; „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე და შესაბამისად პირველ სტუდენტებიც 2023 წლის 4 ოქტომბერს მიიღო.

თითოეული პროგრამა მოიცავს თეორიულ (20-30 %) და პრაქტიკული მეცადინეობის (70 – 80 %) სრულყოფილ სასერტიფიკატო კურსს. სტუდენტები კვირაში 3-4 დღის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოებთან ერთად, თეორიულ ცოდნასაც მიიღებენ.

სტუდენტები, „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კვების ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში დასაქმებამდე - პრაქტიკულ სამუშოებს გაივლიან, გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, დაისწავლიან საკვების წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის არჩევიდან დაწყებული, საავტორო საუცხოო კერძების საბოლოო შექმნამდე.

რატომ ირჩევენსაქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“?

  • ვისაც გადაწყვიტილი აქვს კულინარიულ-გასტონომიულ და ჰორეკა სფეროში მსოფლიო ოქროს სტანდარტებად აღიარებულ განათლებას და სასერტიფიკატო კურსების დამადასტურებელ მოსწრების და ცოდნის საშემფასებლო დიპლომს დაეუფლოს, „არს გუსტო“ შესაძლებლობის მაქსიმუმს სთავაზობს;
  • მათ ვისაც სურთ: გემოს ხელოვნებას, კულინარიული კულტურის უნარჩ-ჩვევებს, მოგეცეთ ინოვაციური იდეების განხორციელების და საკუთარი თავში პროფესიული რწმენის განმტკიცების თუ წარმოჩენის საშუალება, მაშინ - „არს გუსტო“ შესანიშნავი არჩევანია;
  • ის ადამიანები, რომლებიც ღამეებს იმის ფიქრში ათენებენ თუ როგორ გახდნენ ყველაზე პოპულარული: მზარეული, კონდიტერი, კულინარი, რესტორატორი და/ან მაღალანაზაღაურებადი კულინარიული ბლოგერი თუ ყველაზე მოდური ვლოგერი, ჩვენ ამ ნატვრის ახდენის შესაძლებლობას: საავტორო სატელევიზიო შოუებით, შიდა კულინარიული კონკურსებით, დიჯითალ რუბრიკებით და საკუთარი youtube არხის მეშვეობით და რაც მთავარია თეორიული- პრაქტიკული სალექციო კურსებით ვახდენთ;
  • ისინი კი, რომლებიც: საკუთარი კაფეტერიის, რესტორნის, ფერმის ან ქარხნის გახსნას აპირებენ, წარმოების ხარისხის ამაღლების და გასტრონომიული თუ კულინარიული ბაზრების მართვის კურსების მეშვეობით, გამოიმუშავებენთ ლიდერის და მმაართველის უნარ-ჩვევებს;

აკადემის მმართველი კომპანიის, მენეჯერების, კონსულტანტების, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მეშვეობით სილაბუსი, სასწავლო პროგრამები, მოდულები და ლიტერატურა დამუშავებულია ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

სხვადასვა პროფესიული კვალიფიკაციის პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა:

„სრული კულინარიის“, „მზარეულის საქმის“ და „მზარეულის და რესტორნის საქმის“ ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 12 სასწავლო თვეს; სრული სასწავლო კურსები რამდენიმე პროგრამისგან შედგება:

კვალიფიკაცია - მზარეული, მზარეულ-რესტორატორი, სუ-შეფ მზარეული და შეფ-მზარული, შეფ-მზარეულ-კონდიტერ-ბეიქერ-რესტორატორი (სრული კურსების დასრულების შემდეგ):

  1. პირველი, მეორე და მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 10 თვე თბილისის კამპუსში, 2 თვე საზაფხულო სკოლასა და/ან წლის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: ზოგადი საბაზო განათლება;

მიღების წესი: გასაუბრების საფუძველზე;

  1. მეოთხე და მეხუთე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 10 თვე თბილისის კამპუსში, 2 თვე საზაფხულო სკოლასა და/ან წლის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: პროფესიული (კულინარიული) საბაზო   განათლება;

მიღების წესი: გასაუბრება, ტესტირება და კულინარიული გამოცდის საფუძველზე;

  1. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 10 თვე თბილისის კამპუსში, 2 თვე საზაფხულო სკოლასა და/ან წლის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; მსოფლიოს მასშტაბით გაცვლითი მასტერ-კლასები; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება, პროფესიული საბაზო კულინარიული განათლება;

მიღების წესი: გასაუბრება, ტესტირება ზოგადი უნარ-ჩვევებში და პრაქტიკული პროფესიული გამოცდის საფუძველზე;

ლექტორები:

მსოფლიო სამზარეულო ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი:იტალიის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული; იტალიელი ბრენდ-შეფი, შეფ-კონდიტერი, რესტორატორი. საქართველოში, როდოსში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და აშშ-ში არაერთი წამყვანი რესტორნის, სასტუმროს, რესტორნის და კაფის დამფუძნებელი და ბრენდ-შეფი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ლექტორი - ენცო ნერი.

საკონდიტრო ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესპანეთის კულინარიის აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული; კლასიკური, ფრანგული, იტალიური და აშშ- საკონდიტრო ხელოვნების სრული კურსის პროგრამების ხელმძღვანელი, რესტორნისრესპუბლიკადა სასტუმრორადისონი”- ქსელის ბრენდ-შეფ-კონდიტერი - ანზორ ჭანტურია.

ვეგეტარიანულ-ვეგანური მსოფლიო და ქართული სამზარეულოს გემოების ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძვანელი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ლექტორი, კაფედარანი”- დამფუძნებელი და ბრენდ-შეფ-მზარეულ-კონდიტერი - ნინო ზაქარეიშვილი;

პურ-ფუნთუშეულის ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბეიქერი, ლექტორი, „რადისონ ბლუ ივერია“- შეფ-კონდიტერ-ბეიქერი,  - თეა თუთაშვილი;

მსოფლიო და ქართული კულინარიის ისტორიის და გასტრონომიული ტურიზმის დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი ლექტორი და მკვლევარი,  - ნანა კობაიძე;

 

პტოგრამების: “კულინარიული და გასტრონომიული მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნების”, “ჰორეკა სფეროს მენეჯმენტი”-, “კალკულაციის, საქმის წარმოების და რესტორნის საქმის” - ავტორი და ლექტორი - „საქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“- მმართველი და აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე ნადაშვილი;

პურ-ფუნთშეულის და საკონდიტრო ხელოვნების ქართულენოვანი და არაქართულენოვანი კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს; სრული პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს 5 საფეხურს:

კვალიფიკაცია - კონდიტერი; ბეიქერი, კონდიტერ-რესტორატორი, სუ-შეფ კონდიტერი, შეფ-კონდიტერი; შეფ-კონდიტერ-ბეიქერი; შეფ-კონდიტერ-ბეიქერ-რესტორატორი;

  1. პირველი და მეორე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 10 თვე თბილისის კამპუსში, 2 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება;

მიღების წესი: გასაუბრების საფუძველზე;

  1. მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: პროფესიული (კულინარიული) საბაზო   განათლება;

მიღების წესი: გასაუბრება, ტესტირება და კულინარიული გამოცდის საფუძველზე;

  1. მეოთხე და მეხუთე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება, პროფესიული საბაზო კულინარიული განათლება;

მიღების წესი: გასაუბრება, ტესტირება ზოგადი უნარ-ჩვევებში და პრაქტიკული პროფესიული გამოცდის საფუძველზე;

ლექტორები:

მსოფლიო სამზარეულო ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი:იტალიის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულიიტალიელი ბრენდ-შეფიშეფ-კონდიტერირესტორატორისაქართველოშიროდოსშიარაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და აშშ-ში არაერთი წამყვანი რესტორნისსასტუმროსრესტორნის და კაფის დამფუძნებელი და ბრენდ-შეფიმრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალილექტორი - ენცო ნერი.

საკონდიტრო ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელიესპანეთის კულინარიის აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებულიკლასიკურიფრანგულიიტალიური და აშშ- საკონდიტრო ხელოვნების სრული კურსის პროგრამების ხელმძღვანელირესტორნის “რესპუბლიკა” და სასტუმრო “რადისონი”- ქსელის ბრენდ-შეფ-კონდიტერი - ანზორ ჭანტურია.

ვეგეტარიანულ-ვეგანური მსოფლიო და ქართული სამზარეულოს გემოების ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძვანელი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ლექტორი, კაფე “დარანი”- დამფუძნებელი და ბრენდ-შეფ-მზარეულ-კონდიტერი - ნინო ზაქარეიშვილი;

პურ-ფუნთუშეულის ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელიმრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბეიქერილექტორი, „რადისონ ბლუ ივერია“- შეფ-კონდიტერ-ბეიქერი,  - თეა თუთაშვილი;

მსოფლიო და ქართული კულინარიის ისტორიის და გასტრონომიული ტურიზმის დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი ლექტორი და მკვლევარი,  - ნანა კობაიძე;

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

კულინარიის აკადემიის ნებისმიერი საფეხურის შესაბამისი სასერთიფიკატო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ჰორეკა, კულინარიულ და გასტრონომიულ სფეროში.

ჰორეკა, კულინარიული და გასტრონომიული სფერო ფართო სპექტრს მოიცავს, კულინარიის აკადემიის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები დაეუფლებიან შემდეგ უნარ-ჩვევებს, ტექნიკებს, ტექნოლოგიებს და თეორიულ ზოგად განათლებას, თითოეული მოდულის კვალიფიკაციის საფეხური მოიცავს 48 კრედიტს და აერთიანებს შემდეგ საგნებს:

  • სამზარეულოს ტექნიკა და ტექნოლოგიები;
  • კულინარიული მეცნიერება და გასტრონომიის ისტორია;
  • ნუტრიციოლოგია და კეტო სამზარეულო;
  • რესტორატორის და რესტორნების მენეჯმენტი;
  • სერვირება;
  • ჰიგიენა, სანიტარული ნორმები და საკვების უტილიზაცია;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • პროდუქტების და კერძების კალკულაცია;
  • მოლეკულური კულინარია და მიკრო ბაღჩეული;
  • კულინარიის, გასტრონომიის და ჰორეკა მენეჯმენტის მარკეტინგის საფუძვლები;
  • ენოლოგია, ბარ-ტენდერი, ბარისტას ხელოვნება;
  • ქართული და მსოფლიო გასტრონომიული და კულინარიული კულტურები;
  • სტილი, კულინარიული ფოტო-პრინტი და თანამედროვე კვების ტექნოლოგიები;
  • კლასიკური და თანამედროვე რესტორნების სინთეზი და ბალანსი;
  • საკვების და სასმელების დიზაინი და სერვირება;
  • კულინარიული და გასტრონომიული მარკეტინგის საფუძვლები;
  • კვების ტექნოლოგია და კულინარიული ტექნიკა;
  • პროდუქტების მოყვანის, გაზრდის და კერძებში ზუსტად გამოყენების უნარი;
  • რძის პროდუქტები - ფერმიდან სამზარეულომდე;
  • ვეგეტარიანული და ვეგანური კულინარია;
  • ფრანგული კულინარიული ტექნიკის უნარ-ჩვევები;
  • მარკეტინგის საფუძვლები, სარეკლამო კამპანია და პი-არ ტექნოლოგია, ვებინარი, კულინარიული სოც-მედია; დიჯითალ პლატფორმაზე „არს-გუსტო“-ს არხებზე რუბრიკების შექმნა და პოპულარიზაცია;
  • კულინარიული ბაკალეას, ბულანჟერიის და საკონდიტრო ნაწარმის მასტერ-კლასები;
  • ინდური, აშშ-ს, გერმანული, ჩეხური, უნგრული, თურქული, ფრანგული, იაპონური, ჩინური, იტალიური, ესპანური და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოების მაინორ-კურსები შერჩევით 1 სასწავლო წლის ფარგლებში;
  • მსოფლლიო საკონდიტრო ხელოვნება - საკონდიტრო ხელოვნების სრული კურსი; ფრანგული კულინარია - სრული კურსი;
  • მზარეული - მსოფლიო სამზარეულო ხელოვნება - მზარეულის ხელოვნების სრული კურსი, ფრანგული სამზარეული - სრულ კურსი, ქართული სამზარეულო - სრული კურსი;
  • ბეიქერია - მსოფლიო პურ-ფუნთშეულის ხელოვნება - ბეიქერიის ხელოვნების სრული კურსი, ფრანგული ბეიქერია - სრულ კურსი, ქართული პურ-ფუნთშეული/გულსართანები - სრული კურსი;

მსოფლიო საკონდიტრო, მზარეულის, ბეიქერის ან რესტორატორის ხელოვნების სრული კურსების შესწავლისას, სტუდენტებს შეუძლიათ 1 დამატებითი - სამზარეულო მაინორ კურსის შერჩევა;

პრაქტიკული სამუშაოები საზაფხულო სკოლაში:

  • ქართული ტრადიციები და კულინარია,
  • ბაღჩეული კულტურების მოყვანა.
  • სახლის პირობებში მინი-სათბურების შექმნა; რძის პროდუქტების დამზადება;
  • საღი რძისგან ქართული კერძების შექმნის სრული კურსი;
  • სამზარეულო, სასათბურე და სარძევე მეურნეობა;
  • ხორცის დამუშავება და ქართული ხორციანი კლასიკური კერძების მომზადება;
  • ქართული გულსართიანები;
  • გრილზე, მაყალსა და ბუხარში კერძების მომზადება და კლასიფიკაცია.
  • კონსერვაციის: მურაბების, ჯემების, კონფიტიურების, კომპოტების, ზამთრის მარაგების, სოუსების, ტყლაპების, საწებელების, ჩირეულის და ქართული ტკბილეულის მომზადება;
  • სრული, მაპროფილებელი ზოგადი და მაინორ კურსები - შერჩევით:
  • ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულოს მასტერ-კლასი;
  • თევზეულის დამუშავება და ზღვის პროდუქტების მომზადება;
  • ქართული სამზარეულოს მარგალიტები და კულტურული მემკვიდრეობა;
  • ცომეული და პურ-ფუნთუშეულის მასტერ-კლასი;
  • ქართული კულინარიული შედევრები;
  • ვაზის და ღვინის ქვეყანა;
  • ტურები ოჯახებსა და სასტუმრო-რესტორნებში;
  • ტრადოციული ქართული კულინარიის მასტერ-კლასები ბებოების და შეფ-მზარეულებისგან;
  • ფურშეტების ორგანიზება და სერვირება;
  • სათბურიდან თეფშამდე;
  • ქართული რძე-მჟავა პროდუქტების დამზადება და კერძების ხელოვნება;
  • ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა სამზარეულოსა და სასტუმრო-რესტორნებში;
  • პროფესია - ყასაბი;

წარჩინებული სტუდენტები საზაფხულო სკოლაში ისწავლიან და იცხოვრებენ კულიანიის აკადემიის ფასანაურის კამპუსში, რაც  სწავლის ღირებულებაში.

სტუდენტები, რომლებიც საკუთარი სურვილით შეარჩევენ მაინორ საგანს, ფასანაურის საზაფხულო სკოლაში ქართულ ავთენტურ სამზარეულოს და ყასბის პროფესიასთან ერთად დაეუფლებიან;

 

სრული, ზოგადი და მაინორ-კურსების წვლილი სასწავლო პროგრამებში:

სტუდენტები სამომავლოდ პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად სწავლობენ: ისტორიის, გეოგრაფიის, მსოფლიო კულინარიული კულტურის და გასტრონომიულ მეცნიერებებს და იმუშავებენ პროფესიონალი შეფების და მენეჯერების უნარ-ჩვევებს, მათ შორის:

  1. სტუდენტები მთელი წლს განმავლობაში სწავლობენ კულინარიის ხელოვნების პროცესებს და დაშვებული შეცდომების დროს პროფესიონალებისგან კომპეტენტურ რჩევებს იღებენ; ცნობილი შეფ-მზარეულები ლექციებზე სტრესული სამუშაოს დაძლევაში ეხმარებიან; პერიოდულად უტარდებათ მასტერ-კლასები ქართველი და მსოფლიოში წამყვანი კულინარების, ბ(ვ)ლოგერების, მარკეტინგის სპეციალისტების, გასტრონომიული მკვლევარების და ნუტრიციოლოგებისგან;
  2. სწავლობენ საკვების დიზაინისა და ვიზუალური პრეზენტაციების უნარების გამომუშავებას.
  3. სრული კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ კულინარიული ცნებების და მსოფლიოში წამყვანი შეფ-მზარეულების მიღწევების შესახებ; ისინი პარალელურად ეუფლებიან და ივითარებენ - ტექნიკური და ახალი კერძების შექმნის იდეების უნარ-ჩვევებს;
  4. კურსების დასრულებისთანავე სტუდენტები ფლობენ ცოდნას და უპირატესობას მეცნიერების ძირითადი პრინციპების შესახებ;
  5. სტუდენტებს აქვთ ამომწურავი ინფორმაცია: სურსათის ჰიგიენის, სანიტარული ნორმების და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ;
  6. სტუდენტებს უვითარდებათ საკვებისა და სასმელის წარმოებასთან ერთად ყველა ის უნარი, რომელიც მზარეულის, სუ-შეფის და შეფისთვის არის აუცილებელი, მათ შორის: წარმოების წარმოების პრეზენტაციის ეტაპები და მათ შესსახებ ინფორმაციის ფლობა; წარმოების ახალი მიდგომებილ ამ სფეროშ მათ აქვთ სიღრმისეული ცოდნა; სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების უნარი და პრობლემის გადაჭრის სისხარტე, რაც შეიძლება რესტორნებსა თუ ზოგადად ჰორეკა სფეროში ხშირად წარმოიქმნას; მათ შეეძლებათ შეიმუშაონ საკუთარი ინდივიდუალრუი გარემო და ჰქონდეთ ინოცაციური აზროვნება; სფეროსთან დაკავშირებული მასალებისა და ტექნოლოგიების გააზრების უნარი;
  7. სტუდენტები იძენენ ცოდნას ეროვნული და საერთაშორისო სამზარეულოს შესახებ, მათ იციან სამზარულოს ძირითადი ტექნიკის კონტექსტი, რასაც ეტაპობრივად ახორციელებენ და ავითარებენ;
  8. სტუდენტებს მეოთხე საფეხურსა და კონკრეტული მაინორ-კურსების მეშვეობით, აქვთ ალკოჰოლის ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული ფონი;
  9. ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სახეობები და მომზადების საფუძვლები და მათი წარმოების სხვადასხვა ეტაპეი, დაგროვილი ინფორმაცია მომავალ პროფესიონალებს მენიუს დაგეგმავაში , საკვების წარმოებასა და ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება;
  10. მოსწავლეებს შეეძლებათ შეიმუშაონ ახალი პროდუქტი, განახორციელოს მისი სტანდარტიზაცია, დიზაინი შესრულების პროცესი სამეცნიერო კონტექსტამდე აიყვანონ;
  11. სტუდენტებს ეცოდინებათ ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, პროფესიული სტარტები და პროფეისიული ეთიკური ნორმები;
  12. სტუდენტები დაეუფლებიან: ბიზნესის, ეკონომისი ძირითად ცნებებ, თეორიებს და პრინციპებს, მარკეტინგის საფუძვლების და კულინარიული PR სტრატეგიის შემუშვების ძირითადი პრინციპებს... მათ, ეს უნარები გამოადგებათ მენიუს დაგეგმვაში, ამასთან ერთად განახორციელონ საკვებისა და სასმელების ხარჯების ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ფასების რეგულაცია, რაც სამომავლოდ მრავალფეროვანი მენიუს შემუშავებაში დაეხმარებათ;
  13. შეფებს როგორც მენეჯერებს, შეეძლებათ სწორად წარმართონ სურსათის საერთაშორისო ნორმების სტანდარტიზაციის პროცესში ჩართვა და სავაჭრო ბიზნესის ოპერაციების მართვა, მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  14. მზარეულების, კონდიტერების და ბეიქერების აუცილებელი თვისებები: დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის პრაქტიკა, წერითი უნარების პრეზენტაციების მომზადების უნარის გამომუშავება;
  15. სტუდენტებს ესმით, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია საკვებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ზოგადად საზოგადოებაზე; ამ კონტექსტში თვალყურს ადევნებენ მასმედიის საშუალებებს; ისინი ასევე ერთვებიან „არს გუსტო“-ს სხვადასხვა პლატფორმების მეგა-შოუებსა და პროექტებში; განიხილავენ ორგანიზაციების სამოქმედო გეგმებს, რაც მათ ლექტორებთან ერთად კულინარიაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას მისცემს. ისინი შეფებთან ერთად კულინარიასთან დაკავშირებულ მოვლენებსაც მართავენ.
  16. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტები გათვითცნობიერებულები არიან მსოფლიო სასურსათო ვაჭრობის ცნებებში, გლობალიზაციასა და ისეთ შაბლონებში, როგორიცაა: მსოფლიო სასურსათო ვაჭრობის ცნება და გლობალიზაცია; ასევე ისეთ დრაფტებში, როგორიცაა წარმოება და გამოყენება, გასტონომიული პოლიტიკის მნიშვნელობა და ქვეყნის ეკონომიკა.
  17. სტუდენტები დაეუფლებიან მზარეულის საქმეს, კერძოდ - ფრანგულ ტექნიკას, ტერმინებს, ტექნოლოგიებს და მსოფლიო სამზარეულოების კერძების მარგალიტებს; შეისწავლიან ქართული სამზარეულოს 5 მიმართულების სრულს კურს; გამოუმუშვდებათ პრეზენტაციების, სტრესულ გარემოში მუშაობის დაძლევის და პრემიუმ-სერვირების უნარები; სათბურების, რესტორნების, ფერმების, მეხორცეული, მერძეული და შინა-მეურნეობის მართვას; შექმნიან საავტორო კერძებს და ძველ, მივიწყებულ მსოფლიო კულინარიის რეცეპტებს გააცოცხლებენ, რითიც კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებენ. მიიღებენ მონაწილეობას: შიდა კონკურსებში, სატელევიზიო და დიჯითლ პლატფორმებზე, „არს გუსტო“-ს საავტორო პროექტებში, სივრცეებსა და არხებზე;
  18. სტუდენტები ეუფლებიან საკონდიტრო საქმეს, კერძოდ - ფრანგული ტკბილეულობის, დესერტების, ტორტების, ნამცხვრების, ფხვიერი, მოხარშული, ფენოვანი და საფუვრიანი ცომეულისგან დამზადეული საკოდიტრო კერძების მომზადებას, ტექნიკას და ტექნოლოგიებს; პურ-ფუნთუშეულის ცხობის ხელოვვნების ძირითდ მცნებებს და მომზადების ტექნიკას; ფრანგული, იტალიური, ბრიტანული, ესპანური, გერმანული, ჩინური, იაპონური, ამერიკული, აზიური, აღმოსავლური და ქართული გემოების ტკბილეულის მომზადებას;  ეცნობიან: ცომეულის საკონდიტრო ბაზებს, ნაღების და ხილის სოუსების, ჟელეების და მუსების, ზეფირების და მუსების, ცხელი და ცივი დესეტების, ნატინები და სორბეტების, შოკოლადის, ჯელატოების და მერინგების, შაქრის ნამუშევრების და დეკორაციების, მარციპანს და პრინტ-დეკორს... უმუშვდებათ პრეზენტაციების უნარი; ისინი კომპეტენტურნი არიან შოკოლადის პროდუქტების დამზადებაში;
  19. სტუდენტები ეუფლებიან ბეიქერიის საქმეს, კერძოდ ქართული, იტალიური, ფრანგული, გერმანული, ავსტრიული, ინდური, ამერიკული, ებრაული, მექსიკური, თურქული და ესპანური პურ-ფუნთუშეულის ცხობის მომზადების ტექნიკას და ტექნოლოგიებს, სწავლობენ პურის ყველაზე პოპულარულ სახეობებს და მომზადებას, მათ შორის ქართული გულსართიანებს, ქართული ენდემური ჯიშების მარცვლოვანი კულტურებისგან შემდგარი, უსაფუარო, უგლუტენო და ბუნებრივ საფუარზე მომზადებული პურ-ფუნთშეულის ცხობას; ფქვილის ნაირსახეობებისგან შექმნიან: ევროპულ, ამერიკული, აღმოსავლური ქვეყნების ცომეულს; პურ-ფუნთშეულის ხარისხის კონტროლის და უტილიზაციასთან ერთად დაისწავლიან ფრანგულ ტექნიკას და ტექნოლოგიებს;
  20. სტუდენტები სრულყოფილად დაეუფლებიან ბაღჩეულის, ბოსტნეულის და მწვანილის დარგვა-მოყვანა-დახარისხების ტექნიკას, თერმულ დამუშავებას და შენახვის წესებს. სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, საბოლოოდ ექნებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა წარმოების შესახებ;

 

სასწავლო კურსი და სწავლის მეთოდები:

ჩვენი სკოლის სწავლის მეთოდები და სტრატეგია დაფუძნებულია ისეთი უნარების გაუმჯობესებასა და მათ გამომუშავებაზე, როგორიცაა:

  • თვითდასწავლა;
  • საკუთარ თავზე მუშაობა;
  • მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარება;
  • თანამედროვე კულინარიული უნარების ათვისება;
  • ძირძველი კულინარიული მეთოდების გამოყენება და სწავლა-დაკვირვება;
  • პედაგოგიური უნარების გამომუშავება;
  • პრეზენტაციების და საკუთარი შექმნილი პროდუქტის მიმართ კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება;
  • გუნდური მუშაობა და IT უნარების შეძენა.

 

სწავლება და სწავლის მეთოდი, ძირითადი სასწავლო აქტივობები და ხელსაწყოები:

  • ლექციების მოსმენა, ინტერპრეტაცია და დისქუსია;
  • მსოფლიო კულინარიის საფუძვლიანი შესწავლა, ტექნიკა და ტექნოლოგიები;
  • პოპულარული და საავტორო კერძების შექმნა;
  • მსოფლიოში პოპულარული შეფ-მზარეულების რეცეპტების შესწავლა;
  • დაკვირვება/მანიპულირების კონტროლი, კრეატიული ფიქრი, კრეატიულობა, კითხვის დასმის უნარი და პასუხის გაანალიზება;
  • ინდივიდუალური - 1 სტუდენტზე განკუთვნილი სასწავლო ინვენტარი, ტექნიკა და ჭურჭელი;
  • კულინარიული მარკეტინგი, სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და პი-არ ტექნოლოგიები;
  • სატელევიზიო მეგა-შოუში მონაწილეობა, დიჯითალ რუბრიკებში და არხებზე ჩართულობა;
  • მულტიმედია, აპარატურის და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
  • პროექტორი, კომპიუტერი, ოვერდჰედის პროექტორით მუშაობის და პრეზენტაციების უნარების გამომუშავება;
  • ექლექტრონული სახელმძღვანელო / სტრუქტურირებული ვარჯიშები;
  • მზარეულის, ბეიქერის, კონდიტერის, ვლოგერის და რესტორატორის როლის თამაში;
  • რესტორანში სტრესული გარემოს დროს შექმნილი პრობლემების სწრაფი გადაჭრის მეთოდები და უნარების გამომუშავება;
  • სპეციფიკური წინასწარ განსაზღვრული საქმის შესწავლა;
  • ბრეიმშტორმინგი;
  • გუნდური მუშაობოს უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • მცირე ჯგუფების შექმნა და დისკუსია;
  • ვირტუალური სამყარო და სიმულაცია;
  • ტექნიკის და ტექნოლოგიების ფლობა;
  • სემინარები;
  • კვლევის უნარები, წერა-კითხვა, IT და ფინანსური კალკულაციების უნარი;
  • ორგანიზაციული უნარები;
  • ვებ-დირექტორიები;
  • მონაცემთა ბაზასა და ელ-ფოსტასთან მუშაობის სტილი;
  • ონლაინ დისკუსია;
  • ვებზე დაფუძნებული სადისკუსიო ფორუმები;
  • საველე სამუშაოები დაკვირვების/მანიპულირების კონტროლი;
  • კვლევის უნარები, წერა-კითხვა;
  • ლაბორატორია;
  • სპეციფიკურ აპარატურაზე მუშაობის უნარი;
  • საშინარო დავალებების შესრულება;
  • ვიბინარი; ვლოგების და ბლოგების შექმნა ყოველდღიურ რეჟიმში; სოციალური და დიჯითალ მარკეტინგი;
  • მოწვეული სპიკერის მოსმენა და ინტერპრეტაცია;
  • შემოქმედებით გუნდი და ხელოვნური ინტელექტი;
  • იმიტირებული რესტორანი, სერვირება და მომსახურება;
  • კერძების შენახვა და უტილიზაცია;
  • სამსახური და ორგანიზაციული უნარები;

ტექნიკური შესაძლებლობების, მახასიათებლების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, სწავლა შეიძლება რამდენიმე მეთოდით განხორციელდეს, მათ შორის ზემოთ მოყვანილი აპრობირებული თემებით, ტექნიკით, მეთოდოლოგიით და პრაქტიკული კურსებით. ჩვენი სკოლის თითოეული საფეხურის სრული კურსი, მოიცავს 12 თვეს და შესაბამისად გადანაწილებულია კრედიტების რაოდენობა. სასწავლო პროგრამა მსოფლიოში წამყვანი კულინარიული სკოლების, უნივერსიტეტების და კოლეჯების გამოცდილი მეთოდით არის შექმნილი. პურ-ფუნთშეულის, საკონდიტრო ხელოვნების, რესტორნის საქმის და მზარეული კურსები საფეხურების მიხედვით არის გაწერილი, ისევე როგორც კონკრეტული მოკლევადიანი მასტრ-კლასები და მაინორ პროგრამები.

ძირითადი კურსების გარდა, სტუდენტებს: მაინორ და საზაფხულო სკოლის კურსების გავლა მოუწევთ და/ან სწავლის პერიოდში სტაჟირებას გაივლიან (გადიან) ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში „ჰილტონ გარდენ ინნ“ - თბილისი, „რადისონ ბლუ ივერია“-სა და „რადოსონ ბიჩ“-ში; სადაც ძირითადად პრაქტიკული (70 %) სამუშაოებს შეასრულებენ და თეორიული (30 %) ცოდნას მიიღებენ.

„საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადმია „არს გუსტო“ წელიწადში 4 -ჯერ აცხადებს მიღებას:  მზარეულის, კონდიტერის, ბეიქერის, მზარეულ-რექტორატორის, კონდიტერ-რესტორატორის, ბეიქერ-რესტორატორის, კულინარიის ()ლოგერ-რესტორატორის და რესტორნის საქმის სასერტიფიკატო კურსებზე;

თითოეული სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა10 თვე + 2 თვე პრაქტიკა საზაფხულო სკოლასა და მაპროფილებელ დაწესებულებებში:

კურსის ინტენსივობა და ხანგრძლივობა: კვირაში სამჯერ 4 საათის განმავლობაში;  

სწავლის ღირებულება:

ქართულ ენოვანი კურსის ღირებულება 2500 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში.გადახდა 3 ეტაპად;

უცხოურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული) ენოვანი კურსისღირებულება 3000დოლარისეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში. გადახდა 4 ეტაპად;

სწავლის დასრულებისთანავეგაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;

სტუდენტი ვალდებულია სწავლის პერიოდში იყოს მოწესრიგებული, დაიცვას ჰიგიენური ნორმები, ეთიკის კოდექსი, შინაგანაწესი, დაესწროს ლექციებს, თითოეულ საგანში შეასრულოს ლექტორის/პედაგოგოს მიერ მოცემული დავალებები, ჩააბაროს ტესტები/გამოცდები და დაიმსახუროს დადებითი შეფასება, პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში/სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შუალედური გამოცდები ჩატარდება წელიწადში 3-ჯერ, ფინალური ერთხელ.

სტუდენტის ცოდნა შეფასდება 100 ქულიანი სისტემით. სასწავლო პრაქტიკით გათვალისწინებულ საგანში შეფასება მრავალი კომპონენტისგან შედგება., მათ შორის: ტექნოლოგია/ტექნიკა, სტრუქტურა, სერვირება, გემო, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა.

ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში. სტუდენტმა სასწავლო პროცესის განმავლობაში ყველა საგანში ჯამურად უნდა დააგროვოს 45/48 კრედიტი. 

კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში მოიცავს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობას (მათ შორის დავალებების შესრულებას) და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში, ლექციებზე დასწრებას, გუნდურ და ინფივიდუალურ პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას. 

პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება:

1.კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

შეფასების სისტემა უშვებს:

  1. ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 –60%;

  1. ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

  1. 3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  2. 4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად–მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება ითვალისწინებს:

ა. შუალედურ შეფასებას;

ბ. შესრულებული დავალებების შეფასებას (მხოლოდ თეორიული საგნის შემთხვევაში);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

  1. 5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში. 

გამოცდების, ჩათვლების, დავალებების ჩაბარების თარიღებს, ადმინისტრაციასთან შეთანხმდებით ადგენს ლექტორი. სტუდენტებს თარიღები ეცნობება 1 კვირით ადრე.

სტუდენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს დადებითი შეფასება პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საგანში/კურსში/ტრენინგში/. შეფასებები დანართის სახით დაერთვება სერტიფიკატს.

უარყოფითი შეფასების დროს გაიცემა ცნობა, რომ აღნიშნული პირი ისმენდა ლექციებს. 

 კურსის თვითნებურად შეწყვეტის, ან პერრმანენტულად უმიზეზოდ ლექციების გაცდენის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი ცნობა, რომ ის ირიცხებოდა კულინარიის აკადემიაში “არს გუსტო”.

 

ისწავლე და შექმენი შენი ცხოვრების რეცეპტი, რადგან ჩვენთან სწავლა გემრიელია.

 

რეგისრაციისთვის მსურველმა აბიტურიენტებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ  ელექტრონული ფოსტის შემვეობით, შემდეგ მისამართზე::

info@arsgusto.ge

ან მონაცემები ჩააბარეთ „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ს ადმინისტრაციას, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. 21;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  დაგვირეკეთ:

ტელ: (+995) 599 72 25 60

ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ug.edu.ge

სწავლის ღირებულების პირველი 50 % უნდა ჩაირიცხოს საბანკო ანგარიშის ნომერზე,  რომელიც მითითებული იქნება ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ისევე როგორც სწავლის ღირებულების მეორე 25 % და მესამე 25 %, სწავლის დაწყებიდან მეხუთე და მერვე თვეებში( რეკვიზიტები გადმოგეცემათ ადგილზე, ხელშეკრულების გაფორმების დღეს.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი