სამაუწყებლო (ტელე-რადიო) ინჟინერია
სამაუწყებლო ტელე-რადიო ინჟინერიის 8 კვირიანი სასერტიფიკატო კურსი
აღნიშნული კურსი შემუშავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღემდე ის განკუთვნილი იყო მხოლოდ აშშ-ში მოქმედი სამაუწყებლო ინჟინრებისთვის. დღეიდან კურსის გავლა და შემდეგ სერტიფიცირება შესაძლებელი იქნება ქართულ-ამერიკული კინო აკადემიაში (GAFA)-ში.
კურსი განკუთვნილია, როგორც ახალგაზრდა ადამიანებისთვის რომლებსაც არ გააჩნიათ პროფესიული სამაუწყებლო ინჟინერიის გამოცდილება და ასევე დასაქმებული სამაუწყებლო ინჟინრებისთვის რომლებიც უკვე მუშაობენ ტელევიზიაში, რადიოში ან სხვა მულტიმედია სფეროში, აქვთ რაიმე კავშირი ვიდეო/ აუდიო და პირდაპირ მაუწყებლობასთან და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
კურსის უმთავრესი უპირატესობაა, ის რომ ის მთლიანად შექმნილია ამ სფეროს ლიდერი ექსპერტების მიერ და უკვე ათეულობით წელია, სარგებლობს უდიდესი მოწონებით და ინტერესით მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. კურსზე მიიღებთ ყველა იმ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც გამოადგება როგორც ახალბედა ასევე გამოცდილ ინჟინერს.
კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ისწავლით არამხოლოდ ტექნიკურ მასალას, არამედ ისეთ თემებს როგორიცაა: კონტენტის ვორქფლოუ, ბიზნეს ვორქფლოუ, მმართველი და ოპერატორის როლები სხვადასხვა დეპარტამენტებში, ტელევიზიის და სამაუწყებლო ორგანიზაციის სხვადასხვა ტექნიკური ოპერატორის როლები, რა ტიპის ლიცენზია არის საჭირო, როგორ ხდება სიგნალის გავრცელება, რა არის ვიდეო და აუდიო სიგნალი და რა სტანდარტები არსებობს ტელევიზიებში. კურსში დეტალურად არის განხილული ის პრობლემები, რომლებიც ხშირია რეალურ ცხოვრებაში და მოყვანილია მისი მოგვარების არაერთი პრაქტიკული მაგალითი.
კურსი განსაკუთრებით საინტერესოა, იმ სტუდენტებისთვის ვინც გეგმავს, იმუშაოს ტელევიზიაში, პროდაქშენ სტუდიაში, ან ჰქონდა საკუთარი ვიდეო წარმოება და პირდაპირი ეთერის გამოცდილება.
კურსის სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი არის შიდა სერტიფიცირება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ აიღებთ ქართულ-ამერიკული კინო აკადემიის სერტიფიკატს, თუმცა ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად გაიაროთ დამატებითი 5 დღიანი ტრენინგი, შეისწავლოთ ამერიკული სტანდარტები და მიიღოთ უკვე SBE - Society of Broadcast Engineers-ის CTO - Certified Television Operator-ის ამერიკული სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
არსებული კურსი მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ არამხოლოდ ის ინფორმაცია, რაც დღეისათვის გამოგადგებათ თქვენს საქმიანობაში, არამედ გაიგოთ, როგორ მუშაობს ტელევიზიები ზოგადად და დაგეგმოთ თქვენი მაუწყებლობა იმგვარად, რომ ის შეეფერებოდეს მსოფლიოს და ამერიკის უმაღლეს სტანდარტებს.
ეს კურსი სრულად მოიცავს ყველა იმ მასალას, რაც ჭირდება ამ სფეროში მომუშავე ადამიანს. ამასთან ერთად, კურსი დაგეხმარებათ, შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება დღეს არ იყოს დანერგილი საქართველოში, მაგრამ სწორედ თქვენი დახმარებით გახდეს შესაძლებელი მათ დანერგვა.
სასერტიფიკატო კურსის დატვირთვა :
ლექციები ჩატარდება ოთხშაბათი, კვირა 16:00-18:00 საათზე
მიღების კრიტერიუმია სამოტივაციო წერილი, რომელშიც აპლიკანტმა ნახევარ გვერდზე უნდა წარმოადგინოს კურსთან დაკავშირებული მოტივაცია და მოლოდინები.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 2 მაისის ჩათვლით (ქვემოთ მოცემულ ლინკზე).
სწავლა დაიწყება 8 მაისს.
მოცემულ პერიოდში კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს კინოაკადემია უკეთებს სპეციალურ შეთავაზებას, შესაბამისად, მათთვის მთლიანი სწავლის საფასური ქართულენოვან სამაუწყებლო ტელე-რადიო ინჟინერიის 8 კვირიან სასერტიფიკატო კურსზე შეადგენს 1900 ლარს (4000 ლარის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (500 ლარი).
სწავლის საფასურის განაწილება შესაძლებელია 2 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:
გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095
მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ქართულ-ამერიკული კინოაკადემია".
გისურვებთ წარმატებას!
(კურსი არ დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში სტუდენტების საკმარისი რაოდენობა არ დარეგისტრირდა. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ).
ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/GeorgianAmericanFilmAcademyUG
ტელეფონი:
2 55 22 22
598 511 151
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა (საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი)