სასერტიფიკატო კურსები
სასერტიფიკატო კურსები
უპირველეს ყოვლისა, ფილმწარმოებელი არის მთხრობელი. ქართულ ამერიკული კინო აკადემიის მიზანია, აუდიო-ვიზუალური მთხრობელის ჩამოყალიბება როგორც ხელოვანის, რომელსაც ორიგინალური პროდუქტის შექმნა შეუძლია. ამგვარად, აქ ყალიბდება სფეროს პროფესიონალი, რომელიც უმარლეს დონეზე ფლობს ფილმის წარმოების ხელოვნებას.
საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ქართულ ამერიკული კინო აკადემია გთავაზობთ კინოწარმოების 6 თვიან და 3 თვიან სასერთიფიკატო კურსებს.
კინოწარმოების 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას, ანუ განვითარებიდან დისტრიბუციამდე. პროგრამაში ჩართული კინოწარმოების ყველა ძირითადი ასპექტის ძირეულად შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება. კურსის ზლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, 5 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების რეალურ პროექტებზე მუშაობას და სტუდენტის პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყვეალა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების და კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც.
კურსის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს და რაც მთავარია, ის იქნება საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი. სტუდენტები მდიდარ გამოცდილებას მიიღებენ ერთმანეთის ფილმების გადაღების პროცესშიც.
სწავლა იწყება 6 თებერვალს.
სასერტიფიკატო კურსის დატვირთვა და ეტაპები:
Მიღების კრიტერიუმია Სამოტივაციო წერილი, რომელშიც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, სადაც განმარტავს კურსთან დაკავშირებულ მის მოტივაციასა და მოლოდინებს.
რეკომენდაციები:
1.სასურველია გქონდეთ იდეა, რომლის სცენარად განვითარებას და ფილმად ქცევას აპირებთ კურსის დახმარებით.
2. კურსი არის ინტენსიური, შესაბამისად, სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 6 თვიანი კურსის პირველი პერიოდის თეორიული ლექციები ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩართულობითაც. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია დაესწროთ ყველა ლექციას, ლექციების ონლაინ ჩანაწერებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის.
რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ფიზიკურად ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ცოდნისა და უნარების დახვეწის მიზნით.
GAFA-ს აკადემიური პერსონალი შედგება დარგის ცნობილი პროფესიონალებისგან: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy-academic-pers
აკადემიის შესახებ: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy
ქართულ ამერიკული კინოაკადემია სასერტიფიკატო კურსის სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებს პირდაპირ ჰოლივუდიდან.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 1 თებერვლის ჩათვლით.
1 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირებული სტუდენტები ისარგებლებენ 50% ფასდაკლებით, შესაბამისად მათი მთლიანი სწავლის საფასური კინოწარმოების 3 თვიან სასერტიფიკატო კურსზე შეადგენს 3750 ლარს (7500 ლარის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (600 ლარი).
სწავლის განაწილება შესაძლებელია 2 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:
გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095
მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ქართულ-ამერიკული კინოაკადემია".
6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას, განვითარებიდან დისტრიბუციამდე. პროგრამაში ჩართული კინოწარმოების ყველა ძირითადი ასპექტის ძირეულად შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება. სწავლების მეთოდს საფუძვლად უდევს ისეთი ცნობილი ამერიკული კინოსკოლების მრავალწლიანი გამოცდილება როგორებიცაა ნიუ იორკის კინოაკადემია და ლოს ანჯელესის კინოსკოლა. კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსის ძლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, 10-15 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების რეალურ პროექტებზე მუშაობას და პროფესიონალურ პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყველა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების და კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც.
კურსის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს, მონაწილეობას მიიღებს თავისი თანაკურსელების პროექტებში გადამღები ჯგუფილს სხვადასხვა პოზიციაზე და რაც მთავარია, ის იქნება საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი.
სწავლა იწყება 16 იანვარს.
სასერტიფიკატო კურსის დატვირთვა და ეტაპები:
მიღების კრიტერიუმია Სამოტივაციო წერილი, რომელშიც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, სადაც განმარტავს კურსთან დაკავშირებულ მის მოტივაციასა და მოლოდინებს.
რეკომენდაციები:
1.სასურველია გქონდეთ იდეა, რომლის სცენარად განვითარებას და ფილმად ქცევას აპირებთ კურსის დახმარებით. 2. კურსი არის ინტენსიური, შესაბამისად, სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 6 თვიანი კურსის პირველი პერიოდის თეორიული ლექციები ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩართულობითაც. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია დაესწროთ ყველა ლექციას, ლექციების ონლაინ ჩანაწერებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ფიზიკურად ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ცოდნისა და უნარების დახვეწის მიზნით.
GAFA-ს აკადემიური პერსონალი შედგება დარგის ცნობილი პროფესიონალებისგან: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy-academic-pers
აკადემიის შესახებ: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy
ქართულ ამერიკული კინოაკადემია სასერტიფიკატო კურსის სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებს პირდაპირ ჰოლივუდიდან.
სწავლის საფასური
მოცემულ პერიოდში კინოაკადემიის სტუდენტებს შეეხებათ 60%-იანი ფასდაკლება, და მათი მთლიანი სწავლის საფასური ქართულენოვან კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსზე შეადგენს 6000 ლარი (15000 ლარის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (600 ლარი).
სწავლის საფასურის განაწილება შესაძლებელია 4 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:
გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095
მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ქართულ-ამერიკული კინოაკადემია".
ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/GeorgianAmericanFilmAcademyUG
ტელეფონი: 2 55 22 22
+995 591 545 201
+995514257979