კინოწარმოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრმა

საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ქართულ ამერიკული კინო აკადემია გთავაზობთ კინოწარმოების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას, ანუ განვითარებიდან დისტრიბუციამდე. პროგრამაში ჩართული კინოწარმოების ყველა ძირითადი ასპექტის ძირეულად შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება, რის გამოც ის  უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში არამედ რეგიონში.  კინოწარმოების პროგრამის ძლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ფილმის გადაღების რეალურ პროექტებზე მუშაობას და სტუდენტის პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყვეალა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების და კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც. 

შედეგად, სტუდენტი შეიძენს შემდეგ უნარებსა და ცოდნას:

  • პროდიუსერის ხედვის ჩამოყალიბების უნარი.
  • სცენარის ჟგუფის წევრებთან ერთად წაკითხვის და მისი დეტალური განხილვის ასპექტების და პროდიუსერისთვის საჭირო აქცენტების გამოყოფის ცოდნა.
  • აუდიოვიზუალური კონტენტის შექნმნის და ამ სფეროს როგორც ბიზნესის მართვისა ცოდნა.
  • კადრირების გაგება და მისი კალენდარულ გეგმასთან და ბიუჯეტთან ეფექტურად დაკავშირების უნარი.
  • გადასაღები მოედნების მოძიების, ლოგისტიკის და გადაღების ნებართვების მოპოვების ცოდნა. გადასაღებ მოედანზე შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის ცოდნა (მათ შორის მოედანზე მონტაჟი, script continuity და playback-ი).
  • ბიუჯეტირების და ფასთწარმოქმნის ცოდნა.  შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ბიუჯეტზე მუშაობის და მის შესაძლებლობებზე მორგებული ხედვების განვითარების ცოდნა.
  • რეჟისორის ხედვი ჩამოყალიბების უნარი.
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების არსისა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა.
  • სცენარის სტრუქტურის, პერსონაჟების, მატი მოტივაციების, კონფლიქტების და დრამატურგიის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნა.
  • სცენარის მიხედვით პერსონაჟებისთვის შესაფერისი მსახიობების კასტინგის მეშვეობით შერჩევის და ამ პროცესის ორგანიზების უნარი.
  • შემოქმედებითი ჯგუფის შემოკრების, მათთან სამართლებრივად გამართული შრომითი ურთიერთობის ფორმების უნარი.
  • კალენდარული გეგმის შედგენის ცოდნა.
  • კინო ან სხვა აუდიო ვიზუალური პროექტის საზოგადოების წინაშე წარდგენის ფორმების და მისი კონკრეტული მაგალითების ცოდნა (იგულისხმება ფონდებში და სხვა პოტენციური სპონსორების წინაშე პროექტის წარდგენა და დაცვა).
  • ინდუსტრიაში მოქმედი პროფესიული გაერთიანებების, მათი რეგულაციების ცოდნა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. 
  • კასკადიორებთან, პიროტექნიკოსებთან და სპეცეფექტებთან მუშაობის და უსაფრთხოების ზოგადი ნორმების ცოდნა.
  • მონტაჟის, გახმოვანების, ფერის კორექციის, კომპიუტერული ეფექტების ზოგადი გაგება.
  • საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის კრიტერიუმების და ფილმების წარდგენის ცოდნა.

მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული შეძლებს ფილმის/სარეკლამო რგოლის და სხვა ვიდეო პროდუქტის წარმოებას დამოუკიდებლად.  შეძენილი ცოდნის საფუძველზე, ზუსტად დაგეგმოს ფილმის/აუდიო-ვიზუალური პროდუქტის გადაღების პროცესი და მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილებები.

კურიკულუმი

ქართულ ამერეკული კინო აკადემიის კინოწარმოების პროგრამის კურიკულუმი სცდება ტრადიცილულ მიდგომას იმით, რომ სრულყოფილად რთავს სტუდენტებს ინტენსიურ, პროექტის შექმნაზე დაფუძნებულ სწავლებაში, ყველაზე თანამედროვე და უმაღლესი სტანდარტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით. ჩვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ეუფლებიან აუდიო ვიზუალურ ხელოვნებას, შესაბამისი ტექნიკით ხელში; ისინი წერენ საკუთარი ფილმის სცენარს, ირგებენ პროდიუსერის, რეჟისორის და მემონტაჟის როლს.

ლექციები მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • პროდიუსინგი
  • კინო ოპერატორის ოსტატობა
  • აუდიო-ვიზუალური რეჟისურა
  • კინო დრამატურგიის ოსტატობა
  • ხმის დიზაინი
  • მუსიკა და ხმოვანება კინოში
  • კინო მხატვრობა
  • კრეატიული მარკეტინგი
  • კინოწარმოება და ფინანსური აღრიცხვა
  • მონტაჟი
  • კინოწარმოების სამართლებრივი ასპექტები
  • საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრეზენტაცია

სად დავსაქმდები?

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ყველგან, სადაც საჭიროა აუდიო-ვიზუალური პროდუქტი, იქნება ეს ფილმწარმოება და შესაბამისად, კინოს გადაღება, ტელევიზია და სხვა მედია საშუალებები, სარეკლამო კომპანიები და სხვა ტიპის დასამქების ადგილები სადაც საჭიროა ხარისხიანი ვიდეო კონტენტი, იქნება ეს სოციალური მედიასთვის, თუ სხვა დანიშნულებებისთვის.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი