სიახლეები
29 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ღია სემინარი, სახელწოდებით: ,,ვეფხისტყაოსნის სიყვარულის კონცეფცია შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში“.
სემინარს ჩაატარებს მაკა ელბაქიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519