საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველა ორგანიზაცია ვალდებულია ითანამშრომლოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან.
აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება შრომის უსაფრთხოების კურსები.
საქართველოს უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი შემუშავებულია საქართველოს უნივერსიტეტისა და “ფორმულა ედუქეიშენის” კოლაბორაციის ფარგლებში და სრულად აკმაყოფილებს შრომის ინსპექციის მოთხოვნებს. თქვენ შეგიძლიათ სულ რამდენიმე კვირაში შეისწავლოთ ეს მოთხოვნადი პროფესია.
ამ მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტში 3 პროგრამა მოქმედებს:
ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის მოპოვება ნებისმიერი სექტორული მიმართულებით სურს.
პროგრამის საერთო ხანგრძლივობა - 230 აკადემიური საათი (133 თეორიული + 97 პრაქტიკული).
შესაძლებელია ინტენსიური (8 კვირა) ან არაინტენსიური (20 კვირა) გრაფიკის არჩევა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
თუ თქვენი მიზანი კვალიფიკაციის მოპოვებაა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე სამუშაოდ, ეს პროგრამა თქვენთვისაა შექმნილი.
პროგრამის საერთო ხანგრძლივობა - 148 აკადემიური საათი (111 თეორიული + 37 პრაქტიკული);
შესაძლებელია როგორც ინტენსიური (5 კვირა), ისე არაინტენსიური (12 კვირა) გრაფიკის არჩევა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
თუ თქვენ უკვე ხართ სპეციალისტი, რომლის სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება, ან გაქვთ 3-წლიანი გამოცდილება და გსურთ სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლა, ეს ინტენსიური მოსამზადებელი კურსი თქვენთვისაა.
ჩვენი შრომის უსაფრთხოების კურსები მოიცავს უშუალო საგამოცდო საკითხებს დამუშავებას, პრაქტიკული რჩევებსა და იმიტირებულ ტესტირებას. კურსი შეგიძლიათ გაიაროთ როგორც დისტანციურ, ისე არადისტანციურ ფორმატში.
ეს ყველაზე ეფექტური გზაა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების კურსები შეუძლია გაიაროს 18 წელს მიღწეულმა, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირმა.
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ კურსს უძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც შრომითი კანონმდებლობის შემუშავებაში უშუალოდ არიან ჩართული.
ყველა მათგანი ოფიციალურადაა სერტიფიცირებული შრომის ინსპექციის მიერ.
აუდიტორიები, რომლებშიც შრომის უსაფრთხოების კურსები ტარდება, აღჭურვილია ყველა სათანადო ინვენტარით. სივრცეში შექმნილია სასწავლო პროცესისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემო, უზრუნველყოფილია მსმენელთა უსაფრთხოება და სწავლებისათვის საჭირო ლიტერატურა.
გარემო სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, თითოეულ მსმენელს გადაეცემა სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
კურსის თეორიული კომპონენტები უნივერსიტეტის სივრცეში თანამედროვე, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით ისწავლება.
პრაქტიკული კომპონენტების კი, უშუალოდ პრაქტიკის ობიექტებზე, დარგის წამყვან კომპანიებში ისწავლება (“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია”, „კავკასპაკ“, „დიო” და სხვ.). მსმენელები სწავლების დროს, უშუალოდ საწარმოო პროცესში ახორციელებენ საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის გავლის შემდეგ, პროგრამის მსმენელი ფასდება შემაჯამებელი გამოცდის მეშვეობით უშუალოდ იმ საგამოცდო მასალით, რომლითაც ჩააბარებს საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. შემაჯამებელი შეფასების მინიმალური ზღვარია 61%.
თუ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კურსები გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით
ელ.ფოსტის - labor.safety@ug.edu.ge
ან შემდეგი ნომრების საშუალებით: 032 2 152005; +995 599 209282.
პროგრამების ხელმძღვანელი: თამარ კერძაია.