ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას DRG/მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის შემსწავლელ კურსზე

 

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის მენეჯმენტისა (მმართველობითი ყველა დონე, ხარისხი) და სისტემაში ჩართული პერსონალისთვის, რომელსაც შეხება აქვს სამედიცინო მომსახურების მიწოდება-ანგარიშგებასთან.

 

კურსი გამორჩეულია DRG დანერგვის მულტიდისციპლინური მიდგომით. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან (მ. შ. საერთაშორისო) ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელი, შედარება სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დაფინანსების ანალოგიურ მოდელთან, ინსტრუმენტები, უპირატესობები და გამოწვევები; ადგილობრივი ქეისები და გადაწყვეტის გზები, როგორ ვიმუშაოთ უკეთესად.

 

კურსის ხელმძღვანელი - თამარ ლობჯანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი

კურსი მოიცავს 15 საკონტაქტო საათს.

კურსი ჩატარდება 2023 წლის 20-22 იანვარს, შემაჯამებელი შეხვედრა - 29 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტის/ UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კამპუსში კოსტავას 77ა

 თემატიკა და ადამიანური რესურსი

20 იანვარი   17.30-22.00 ს

  • კურსის გაცნობა და შესავალი, მოლოდინები, სამუშაო მოცულობა და შედეგები  -  

            თ.ლობჯანიძე MSc, PHDc.  /UG

  •           საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ევოლუცია დამოუკიდებლობის პერიოდში  ( აქცენტი დაფინანსების კომპონენტზე) –

          ამირან გამყრელიძე  MD, PHD   /UG

  • რატომ შეირჩა DRG დაფინანსების მოდელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის - პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები -

         მოწვეული სპიკერი ეკატერინე  ადამია,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

  • რეფორმის პირველი შედეგები და გამოწვევები , შემაჯამებელი დისკუსია -

           ქეთევან  გოგინაშვილი MSc, MPH, PhD    /UG

 

    21 იანვარი 10.00-14.30  სთ

  •       დაფინანსების რეფორმის სამრთლებრივი ასპექტები და რისკები -

          მარინა დარახველიძე MD, LLM, PhDc  /UG

  •       პაციენტი და DRG სისტემა,  როგორ ვხედავთ ეთიკას  -

          მოწვეული სპიკერი ეკატერინე სანიკიძე,MD, PhD, /DTMU, თბილისის ბალნეოლოგიური კლინიკა

 

22 იანვარი   10.00-14.30  სთ

  •       ჯანმრთელობის დაზღვევის გამოწვევები DRG სისტემის ფუნქციონირების   პირობებში  -

ვატო სურგულაძე MD, MBA, PhDc  /UG

     მოწვეული სპიკერი ბესიკ ფესტვენიძე - სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"

  •         DRG სისტემის ანაზღაურების სქემის პრაქტიკული გამოწვევები ადგილზე და დაძლევის გზები  -

მოწვეული სპიკერი მაია მახარაშვილი, MD, MBA. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

  •  გადაუდებელი და გეგმიური სერვისები ,  ქეისები   - 

                ნონა მაღრაძე, MD, MHA, PhDc  /UG

 

29 იანვარი  10.00-14.30  სთ

  •    საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილება -DRG                 

          საერთაშორისო ექსპერტი /online ჩართვა

  •    დავალებები/ქეისების განხილვა, პრაქტიკა   

          პროგრამის სპეციალისტთა პანელი                                       

კურსის ღირებულებაა 450 ლარი.

  • კლინიკებში დასაქმებული სტუდენტები (დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი) ისარგებლებენ 20%-იანი შეღავათით, ხოლო დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელის წარმოდგენის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
  • რეგისტრაციის თანხა 150 ლარი, რომნელიც შედის ერთიან გადასახადში.
  • ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პარტნიორი სამედიცინო დაწესებელებების თანამშრომლებისთვის სასერტიფიკატო კურსი ტარდება უფასოდ.

რეგისტრაციის გასავლელად ქვემოთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები: 

1.   CV.

2.   პირადობის მოწმობის ასლი.

3.   უმაღლესი განათლების სერტიფიკატის ასლი.

4.   რეგისტრაციის საფასურის გადახდის საბუთი.

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge

ტელ.: 577 46 92 96; 599 88 44 13









ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი