საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
- აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- საბაზისო განათლება ფინანსებში (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- პროაქტიურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
· სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
· სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
· სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:
· ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
· ტესტირების თემა: ზოგადი უნარები, საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში.
გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.