ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

5 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო კომპანიაში მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • დაზღვეულთა მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტის შესაბამისად;
  • დაზღვეულთა სატელეფონო კონსულტაცია;
  • კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზება პროვაიდერ ან/და არაპროვაიდერ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში (საზღვარგარეთ ასეთის კონტრაქტით დაფარვისა და მოთხოვნის შემთხვევაში);
  • ოჯახის ექიმის კონსულტაციის/ბინაზე გამოძახების ორგანიზება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა;
  • ელექტრონულ სისტემაში (სოფტში) სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მიმართვების შექმნა პროცედურით განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში;
  • მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მიმართვის ავტორიზების მოთხოვნა;
  • განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ დაზღვეული პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით;
  • მიმართვის ავტორიზების მოთხოვნის, ავტორიზებისა და ადრესატისთვის მიწოდების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
  • დაზღვეულის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და სოფტში საგარანტიო წერილის მოთხოვნის შექმნა, ანაზღაურების მოთხოვნის შექმნა, ადრესატისთვის დოკუმენტაციის მიღების წერილობითი დადასტურება;
  • დადასტურებული საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდება შესაბამისი კომენტარებითა და გადაწყვეტილების მიღების წყაროს მითითებით (ხელშეკრულების პუნქტი, პროტოკოლი, გაიდლაინი და ა.შ.);
  • პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მიწოდება;
  • ანაზღაურების მოთხოვნის, საგარანტიო წერილის ავტორიზაციის და მიმართვის გაცემისას არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით;
  • დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში საპრეტენზიო სამსახურთან გადამისამართება;
  • მიღებული მომსახურების მონიტორინგი (ბინაზე ექიმის ან/და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში) სტანდარტის შესაბამისად;
  • განაცხადის შევსებაში დაზღვეული პირის მხარდაჭერა (მ.შ. საპრეტენზიო ფორმა) და კომიტეტზე გატანის უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი;
  • საკუთარი საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ;
 მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი