ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ: 1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას; 2. მოტივაციის სისტემებს; 3. განვითარების საშუალებას; 4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას; 5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
- მონაწილეობა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის მიზნით; - მონაწილეობა ენერგეტიკულ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში; - განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; - მონაწილეობა ენერგეტიკული საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში; - საინვესტიციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; - სამმართველოდან, დეპარტამენტიდან ან სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის პროექტების მომზადება; - სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ხელმძღვანელობის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულება.
ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით; ბ) ენერგეტიკის/ ფინანსების/ პროექტების მენეჯმენტის /ეკონომიკის/იურიდიული/ საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან (ორგანიზაციებში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია: - სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად; - სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; შეფასების ეტაპზე: - კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით; - საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი; კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20. კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ: *კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე. *კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით. თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.
რეზიუმის გასაგზავნად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99025?active=1