ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებაში

29 October 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებაში.
 
ზოგადი პირობები:
  • სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: ნოემბერი/დეკემბერი;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
  • სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით 
 
სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
  • ყოველწლიურად, ასევე ყოველი ექვსი თვის ჭრილში მოგება-ზარალის უწყისის, ბალანსის, კაპიტალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების მომზადებაში ჩართულობა; საჭიროებისამებრ სხვა სახის ფინანსური რეპორტების აწყობა;
  • ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • დარიცხვების შემოწმება და ბუღალტრული ბაზების სისრულისა და გამართულობის კონტროლში ჩართულობა;
  • ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • პროფესიული სიახლეების გაცნობა;
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი