ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

კორპორატიული ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის სპეციალისტი

5 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო საბროკერო კომპანიაში კორპორატიული ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კორპორატიული პარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
  • კორპორატიული კლიენტების საჭიროებებისა და ბიზნესრისკების შეფასება;
  • სადაზღვევო შეთავაზებების მომზადება, პირობების შედარება და შეთავაზების პროცესის მართვა;
  • მზღვეველებთან და კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ჯანმრთელობისა და არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით კონსულტირება და შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, არსებული კლიენტების მომსახურება, პოლისების განახლება და სადაზღვევო პორტფელის მართვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბიზნესის, ჯანდაცვის ან სამედიცინო მიმართულებით შესაბამისი პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლა;
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი