საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადაზღვევო კომპანიაში სამედიცინო მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ცხელ ხაზზე შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
- სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით;
- მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში, დაზღვეულის მხრიდან სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის დაფიქსირება (საგარანტიო წერილი, მიმართვა, ანაზღურება), დაზღვეულისათვის სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონული დაფიქსირება;
- წინასწარი ავტორიზაციას დაქვემდებარებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა და მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
- ზარალების შესახებ შეტყობინების მიღება, შესაბამის უფლებამოსილ განყოფილებებზე/პირებზე ინფორმაციის გადაცემა, პროგრამულად (IBF) დაფიქსირება და ელექტრონულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ საკონტაქტო პირებთან;
- ვიზიტების პროგრამულად (ე.წ. „ბუქინგის პროგრამა“) დაგეგმვა ოჯახის ექიმებთან / სპეციალისტებთან/ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე პროვაიდერ კლინიკებში;
- საჭიროებისამებრ პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება და აღრიცხვა, ხოლო პოტენციური კლიენტების მხრიდან სურვილის ან დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციის გაყიდვების დეპარტამენტისთვის გადაცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- შიდა ზარების რეგულირება, კერძოდ, ისეთი საკითხების გადაცემა სხვა უფლებამოსილი განყოფილებისთვის, რომელიც სცილდება ასისტანსის განყოფილების ფუნქციებს და/ან მოვალეობებს;
- მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფორმის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით და შესაბამისი ფორმის წარმოება ;
- გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა