ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ლოგისტიკისა და B2B გაყიდვების სფეროში პროფესიული სტაჟირების პროგრამა (ოპერაციები)

5 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ საერთაშორისო ლოგისტიკისა და B2B გაყიდვების სფეროში პროფესიული კარიერის დასაწყებად სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე. 
 
რას ისწავლიან მონაწილეები:
 
  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების ძირითად ეტაპებსა და ლოგისტიკური პროცესების ლოგიკას;
  • საგზაო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების თავისებურებებს;
  • გადამზიდავებთან და უცხოელ პარტნიორებთან პროფესიულ წერილობით კომუნიკაციას;
  • სატრანსპორტო შეთავაზებების, მარშრუტების, ტრანზიტის ვადებისა და ხარჯების შედარების საფუძვლებს;
  • გადაზიდვების სტატუსების, დოკუმენტაციისა და საოპერაციო მონაცემების მოწესრიგებულ მართვას.
     
ძირითადი სამუშაო ამოცანები:
  • ლოგისტიკოსების დახმარება გადამზიდავებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში;
  • მარშრუტების, სატრანსპორტო პირობებისა და სავარაუდო ტრანზიტის ვადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • პარტნიორებისგან ტარიფებისა და პირობების გამოთხოვა და მიღებული მონაცემების სისტემატიზაცია;
  • მიმდინარე გადაზიდვების სტატუსების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის განახლება;
  • სატრანსპორტო დოკუმენტებისა და საოპერაციო ჩანაწერების მომზადებაში დახმარება, პასუხისმგებელი ლოგისტიკოსის ზედამხედველობით.
 
ვის ვეძებს კომპანია:
ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციის უნარი და სწავლის სურვილი. აუცილებელია ქართული ენის თავისუფლად ფლობა და MS Excel-ის საბაზისო ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობაა.
Სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
ანაზღაურება:800 ლარი;
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი