არქიტექტურული ასოციაციის (AA, ლონდონი) და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 26 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საერთაშორისო არქიტექტურული საზაფხულო სკოლა და კვლევითი პროგრამა სამშვილდეში.
"Archival Land(e)scapes: Material Fragments of Samshivlde" „დაარქივებული ლანდშაფტები: სამშვილდის მატერიალური ფრაგმენტები“
პროგრამა ფოკუსირდება სამშვილდის ნაქალაქარის არქიტექტურულ არტეფაქტებზე, ლანდშაფტსა და ისტორიულ ფენებზე. მონაწილეები იმუშავებენ ინტერდისციპლინურ ჯგუფებში შემდეგ მიმართულებებზე:
პროგრამა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანული და ლანდშაფტური დიზაინის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ფოტოგრაფიის, ანთროპოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
ადგილმდებარეობა: სამშვილდე
თარიღები: 26 აგვისტო – 5 სექტემბერი, 2026
მონაწილეთა რაოდენობა: 12 საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილე
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 14 ივნისი
აღსაბნიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სპონსორების მხარდაჭერით დაფინანსდება 5 მონაწილე, ასევე:
მონაწილეები შეირჩევიან: CV, პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ პირველ რიგში, გაიაროთ რეგისტრაცია:https://forms.cloud.microsoft/e/KEZ7aaypfW?origin=lprLink
რეგისტრაციის შემდგომ კი გამოგზავნეთ CV და პორტფოლიო მითითებულ ელ. ფოსტაზე: archivallandescapes@ug.edu.ge
პროგრამის დეტალური აღწერა იხილეთ აქ: https://www.aaschool.ac.uk/school/programmes/visiting-school/visitingschool-archival-landescapes