ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ღია კონკურსი - არქიტექტურული ასოციაციის არქიტექტურის სკოლის (AA) სტუმრის საზაფხულო სკოლა

22 May 2026

 

არქიტექტურული ასოციაციის (AA, ლონდონი) და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 26 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საერთაშორისო არქიტექტურული საზაფხულო სკოლა და კვლევითი პროგრამა სამშვილდეში.

"Archival Land(e)scapes: Material Fragments of Samshivlde" „დაარქივებული ლანდშაფტები: სამშვილდის მატერიალური ფრაგმენტები“

პროგრამა ფოკუსირდება სამშვილდის ნაქალაქარის არქიტექტურულ არტეფაქტებზე, ლანდშაფტსა და ისტორიულ ფენებზე. მონაწილეები იმუშავებენ ინტერდისციპლინურ ჯგუფებში შემდეგ მიმართულებებზე:

  • Land Art
  • Mapping
  • Creative Writing
  • Micro-scale Intervention

პროგრამა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანული და ლანდშაფტური დიზაინის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ფოტოგრაფიის, ანთროპოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

ადგილმდებარეობა: სამშვილდე

თარიღები: 26 აგვისტო – 5 სექტემბერი, 2026

მონაწილეთა რაოდენობა: 12 საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილე

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 14 ივნისი

აღსაბნიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სპონსორების მხარდაჭერით დაფინანსდება 5 მონაწილე, ასევე: 

  • 2 სტუდენტი - სრულად დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტიდან
  • 1 მონაწილე - სრულ დაფინანსებას მიიღებს სპონსორების მხარდაჭერით
  • 3 მონაწილე - მიიღებს 50%-იან დაფინანსებას სპონსორების მხარდაჭერით

 

მონაწილეები შეირჩევიან: CV,  პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. 

 

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ პირველ რიგში, გაიაროთ რეგისტრაცია:https://forms.cloud.microsoft/e/KEZ7aaypfW?origin=lprLink

რეგისტრაციის შემდგომ კი გამოგზავნეთ CV და პორტფოლიო მითითებულ ელ. ფოსტაზე: archivallandescapes@ug.edu.ge

 

პროგრამის დეტალური აღწერა იხილეთ აქ: https://www.aaschool.ac.uk/school/programmes/visiting-school/visitingschool-archival-landescapes

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი