27 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს წიგნის პრეზენტაციას "რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში“ რომელიც გამოიცა, დოდო ჭუმბურიძის ავტორობით. ნაშრომში განხილულია რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში 1801 წლიდან დღემდე. წარმოდგენილია იმპერიული ძალაუფლების დამკვიდრების მექანიზმები, ოკუპაციის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგები, ასევე მისი გავლენა ქართველი ხალხის ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
წიგნის შინაარსზე იმუშვეს:
დოდო ჭუმბურიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი-ის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ხათუნა ქოქრაშვილი - ისტორიის დოქტორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი-ის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ვაჟა კიკნაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი;
ლელა სარალიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტი-ის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
პრეზენტაციის ფარგლებში, დაგეგმილია საჯარო დისკუსია საქართველოში რუსული ოკუპაციის თემის ირგვლივ, ღონისძიების მოდერატორი, გია ჯაფარიძე, რომელიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს წარსულიდან - დღემდე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს, ქვეყნის წინაშე.
დრო: 27 მარტი, 15:00 სათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი