ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

წიგნის პრეზენტაცია - რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში

9 March 2026

 

27 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს წიგნის პრეზენტაციას "რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში“ რომელიც გამოიცა, დოდო ჭუმბურიძის ავტორობით. ნაშრომში განხილულია რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში 1801 წლიდან დღემდე. წარმოდგენილია იმპერიული ძალაუფლების დამკვიდრების მექანიზმები, ოკუპაციის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგები, ასევე მისი გავლენა ქართველი ხალხის ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

წიგნის შინაარსზე იმუშვეს: 

დოდო ჭუმბურიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი-ის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ხათუნა ქოქრაშვილი - ისტორიის დოქტორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი-ის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

ვაჟა კიკნაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ლელა სარალიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტი-ის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

პრეზენტაციის ფარგლებში, დაგეგმილია საჯარო დისკუსია საქართველოში რუსული ოკუპაციის თემის ირგვლივ, ღონისძიების მოდერატორი, გია ჯაფარიძე,  რომელიც  მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს წარსულიდან - დღემდე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს, ქვეყნის წინაშე. 

დრო: 27 მარტი, 15:00 სათი 

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი