ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

გაზაფხულის სკოლა 2026

26 January 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტების შერჩევას გაზაფხულის სკოლისთვის: „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“,(შედარებითსამართლებრივი ანალიზი).

სკოლის თემატიკაა: ევროკავშირის სამართლის მნიშვნელობა ქართული სისხლის სამართლისთვის, სისხლის სამართლის პროცესის ცალკეული საკითხები, გერმანული და ქართული სასამართლო პრაქტიკის შედარება და ა.შ.

ტრენინგებს ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები.  სამუშაო ენა გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი. გაზაფხულის სკოლის ხელმძღვანელია -

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich).

შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 2026 წლის 27 თებერვალიდან - 1 მარტამდე, თელავში, სასტუმრო "ესკიზში". მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი მინიმუმ ოთხსემესტრგავლილი, მაგისტრატურა - ნებისმიერი საფეხური).

მონაწილეობა უფასოა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა ელ-ფოსტზე: institute.criminallaw@gmail.com 

  • cv ფოტოსურათით (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში)
  • განვლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ. ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია ან სურათიც)
  • სამოტივაციო წერილი (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში).

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებისთვის დაინიშნება დამატებითი გასაუბრება. სხვა შემთხვევაში შერჩევა მოხდება წარმოდგენელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

საბუთების გამოგზავნის ვადაა: 2026 წლის 10 თებერვალი. 

სათაურის ველში მიუთითეთ "გაზაფხულის სკოლა 2026".

თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი