საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტების შერჩევას გაზაფხულის სკოლისთვის: „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“,(შედარებითსამართლებრივი ანალიზი).
სკოლის თემატიკაა: ევროკავშირის სამართლის მნიშვნელობა ქართული სისხლის სამართლისთვის, სისხლის სამართლის პროცესის ცალკეული საკითხები, გერმანული და ქართული სასამართლო პრაქტიკის შედარება და ა.შ.
ტრენინგებს ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები. სამუშაო ენა გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი. გაზაფხულის სკოლის ხელმძღვანელია -
ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich).
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 2026 წლის 27 თებერვალიდან - 1 მარტამდე, თელავში, სასტუმრო "ესკიზში". მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი მინიმუმ ოთხსემესტრგავლილი, მაგისტრატურა - ნებისმიერი საფეხური).
მონაწილეობა უფასოა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა ელ-ფოსტზე: institute.criminallaw@gmail.com
საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებისთვის დაინიშნება დამატებითი გასაუბრება. სხვა შემთხვევაში შერჩევა მოხდება წარმოდგენელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
საბუთების გამოგზავნის ვადაა: 2026 წლის 10 თებერვალი.
სათაურის ველში მიუთითეთ "გაზაფხულის სკოლა 2026".
თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.