ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

აჯიბადემის უნვიერსიტეტი - ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა თურქეთში
13 September 2023

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტუდენტებისთვის თურქეთში, Acibadem University-ში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - /https://www.acibadem.edu.tr/en/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან Acibadem University-ში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2023-2024 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

·         მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს;

·         საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ:

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

Acibadem University-ს მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ:

მედიცინის პროგრამა - https://obs.acibadem.edu.tr/oibs/bologna/index.aspx?lang=en#

 

*მონიშნეთ Academic Units, სასურველი საფეხური და სასურველი პროგრამა

 

Acibadem University-ში ინგლისურ ენაზე ისწავლება მედიცინის, ფარმაციის, საექთნო საქმის, ჯანდაცვის მენეჯმენტის და ნუტრიციის პროგრამები.

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

  

საცხოვრებელი

 

Acibadem University სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://obs.acibadem.edu.tr/oibs/bologna/index.aspx?lang=en#

 

*მონიშნეთ General Information For Students და Accommodation

 

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ Acibadem University-ში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს სერტიფიკატს და არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის შესაბამისი დონე, შესაძლებელია სტუდენტმა ენის ფლობა დაადასტუროს ინგლისური ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG-ს შეტყობინებების მეშვეობით.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv )

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.

 

 

სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი.

 

 

 

აპლიკაცია

 

აპლიკანტების შერჩევა ხდება კონკურენციის საფუძველზე, მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

 

აღნიშნული საბუთები სტუდენტმა უნდა გამოგზავნოს ელექტრონულად შემდეგ გვერდზე:

https://forms.gle/HWsaHGCmnMwGoyL36

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

აპლიკაციების გამოგზავნა შესაძლებელია 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი