ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ნაყოფიერ პერიოდად, სწორედ ის დრო აღიქმება ჩემთვის, როდესაც მივიღე შესაძლებლობა ,,Erasmus +’’ პროგრამით გავმგზავრებულიყავი რუმინეთში, ქალაქ იასში და მესწავლა ქვეყნის ყველაზე ძველ, ამავდროულად ერთ-ერთ საუკეთსო უნივერსიტეტში. (Alexandru Ioan Cuza University)
ჩემი მოლოდინები რეალობად იქცა და გადააჭარბა კიდეც. ამ დროის განმავლობაში, შევიძინე არაერთი საერთაშორისო მეგობარი. მივიღე დაუვიწყარი მოგონებები. რასაც, რა თქმა უნდა, თან ახლდა დაბრკოლებებიც, რაც კომფორტის ზონიდან გამოსვლით აიხსნება, თუმცა ეს ყოველივე პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.
სასწავლო გარემო, ერთ-ერთი გამორჩეული პლუსი აღმოჩნდა ჩემთვის. ძალიან საინტერესო და გამოცდილ ლექტორებს, რომლებსაც თან ახლდათ შესანიშნავი სტუდენტები, ქმინდა განსხვავებულ, თუმცა ძალიან ნაყოფიერ პროცეს, რამაც მომცა საშუალება პროფესიულად მნიშვნელოვნად გავზრდილიყავი.
საბოლოოდ, მსურს გადავუხადო მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობის მოცემისთვის და ვურჩიო ყველა სტუდენტს აუცილებლად გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი.