საქართველოს უნივერსიტეტი, გაცვლითი სტუდენტი ავსტრიიდან
Hi, my name is Sofie and I came to UG as a German exchange student. Many people asked why I chose Georgia for my exchange semester since it usually goes the other way around with students from Georgia. Nonetheless, I was very intrigued by Georgia and its people and can say I definitely made the right decision to come here. Everyone I met at UG was very friendly and always tried to help. The classes in the English philology program were interesting and really helped me deepen my knowledge, especially in the fields of communication and intercultural exchange. The fact that all students come from many different countries made it even more interesting because we could exchange about cultural differences and habits in the context of the classes. During my study at UG, I learned a lot about other cultures and could really broaden my horizon.
მაკა კრილოვი
მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საზღვარგარეთ სწავლა ჩემთვის უდიდესი მიზანი და გამოწვევა იყო. საქართველოს უნივერსიტეტის დამსახურებით კი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით დავძლიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთიდან მხოლოდ პოზიტიური შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. საოცარი იყო, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები თბილად და მეგობრულად გვხვდებოდნენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის. ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა, როცა უცხო ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენელი ხარ. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ სწავლა ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარებისთვის ყველაზე საინტერესო მეთოდია
ანა ძირკვაძე
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამიტომ უნივერსიტეტის არჩევისას ვცდილობდი არჩევანი გამეკეთებინა ისეთ უნივერსიტეტზე, რომელიც მომცემდა შანსს, მიმეღო უცხოეთში სწავლის და ცხოვრების გამოცდილება. საქართველოს უნივერსიტეტი დამეხმარა მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, მიმეღო ლოძის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და გამეცნო ევროპული განათლების შიდა სამზარეულო. სწავლების განსხვავებული მეთოდი, სალექციო კურსის მრავალფეროვნება საგნების მიმართ მეტ ინტერესს მიღვივებდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო საერთო საცხოვრებელში გატარებული დღეები, სტუდენტებს შორის ოჯახური დამოკიდებულება, ყოველდღიური ურთიერთობები. ერთი სიტყვით, პოლონეთში "მოღვაწეობამ" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა
ნინო იოსელიანი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით, ლოძში 5 თვე გავატარე. პირველი რამდენიმე რთული დღის მიუხედავად, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს იყო ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. საქართველოს უნივერსიტეტმა საშუალება მომცა განვვითარებულიყავი როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. ასევე ძალიან საინტერესო იყო უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი კულტურის გაცნობა. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტი შესანიშნავი არჩევანია.
სალომე გეგუჩაძე
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
Vidzeme University of Applied Sciences, ლატვია, Erasmus+ პროგრამა
აირჩიო სწორი ადგილი, რომელიც მოგცემს განათლებას და ამავდროულად დაგეხმარება პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში - საკმაოდ რთულია. ვაღიარებ, ძალიან გამიმართლა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ყოველ “ახალ სიტყვას” მუდმივად პროფესიონალ ლექტორების დახმარებით ვეცნობოდი. ამჟამად ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით Vidzeme University of Applied Sciences-ის სტუდენტი ვარ. ჩვეულებრივი სტუდენტური დღე გარდა ლექციებისა და სემინარებისა სავსეა სხვადასხვა სახის დისკუსიებით, აქტივობებით, ტურებით, რასაც თვითონ უნივერსიტეტი გვთავაზობს. საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივად საჭიროა, რაშიც ერაზმუსის გაცვლით პროგრამას დიდი წვლილი მიუძღვის.
ჯაბა აგულაშვილი
სამართლის სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა იმის საშუალება, რომ გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წავსულიყავი. ეს პროგრამა მეხმარება როგორც აკადემიური ცოდნის, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაში, რაც დღესდღეობით ყველაზე მეტად ფასდება. უკვე 1 თვეა აქ ვიმყოფები და ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც სწავლით, ასევე აქ ცხოვრებით