ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
Dabrowa Gornizca University, პოლონეთი, Erasmus+ პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება ერთ-ერთი დამოუკიდებელი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, ამ ნაბიჯიდან უკვე 3 წელი გავიდა და შეიძლება შევაფასო, როგორც ყველაზე სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა არაერთი მიზეზი, რის გამოც, UG-ელობა შეიძლება მეამაყებოდეს. ჩემი უნივერსიტეტის მეშვეობით გავხდი Erasmus+-ის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ევროპაში, ვიმოგზაურე, შევიძინე უამრავი მეგობარი, გავხდი UG-ის გუნდის ერთ-ერთი წევრი და რაც მთავარია, საქართველოს უნივერსიტეტმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. UG დღემდე უდიდეს როლს თამაშობს ჩემი მიზნების მიღწევაში.
ლევან ჭრელაშვილი
მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი
University of Ruse, ბულგარეთი, ერაზმუს+ პროგრამა
ამ ხუთი თვის განმავლობაში, მივიღე ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება.ამასთან ერთად, მივიღე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც, როცა მარტო ცხოვრობ და არავიზე ხარ დამოკიდებული. ჩემი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს შანსი, მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რადგან ეს დაეხმარებათ: გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, ლაღები, გახსნილები, შეიძინონ მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა რასას და რელიგიას წარმოადგენენ, რათა მიხვდნენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ, ფერადკანიანი ხარ თუ თეთრკანიანი, მართლმადიდებელი თუ მაჰმადიანი, მთავარი ადამიანობაა.
მარიამ გოგიჩაშვილი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Porto, პორტუგალია, ერაზმუს+ პროგრამა
პირადად ჩემთვის ამ უნივერსიტეტში გატარებული 1 სემესტრი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა. მოხიბლული ვარ თვითონ ქალაქით, ადგილობრივებით და სხვა საერთაშორისო სტუდენტებით. ძალიან მშვიდი და უსაფრთხო გარემოა.
დეა სამნიაშვილი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი
Angel Kanchev University of Ruse, ბულგარეთი, ერაზმუს+ პროგრამა
როცა სტუდენტობის განვლილ 4 წელიწადს ვიხსენებ, ყოველთვის ვამაყობ, რომ ჩემი არჩევანი საქართველოს უნივერსიტეტზე შევაჩერე.გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ერასმუსის გაცვლითი პროგრამა იყო, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა და რომელმაც ჩემს განვითარებასა და წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. ის, რაც პირველად მახსენდება ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის გახსენებისას, არის ადმინისტრაციის დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტების მიმართ, რომელმაც ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. რექტორით დაწყებული, საგნის პედაგოგით დამთავრებული, ყველანი მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ უცხო ქალაქში, უცხო სასწავლებელსა და ზოგადად, უცხო გარემოში თავი მაქსიმალურად კომფორტულად გვეგრძნო. ყოველთვის მზად იყვნენ დასახმარებლად, თუნდაც არასაგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ერასმუსის ხუთი თვე იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვურჩევდი ყველას, რომ გამოიყენონ ეს შანსი და ვიმედოვნებ, აუცილებლად ჩემსავით კმაყოფილები და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდებიან.