Sapienza University of Rome, იტალია, Mobility Direct პროგრამა
მე ვარ ნინო წალდაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა შემოდგომის სემესტრი მესწავლა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტ Università di Roma La Sapienza-ში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
საერთაშორისო გარემოში სწავლამ მომცა შესაძლებლობა, გამეაზრებინა სხვადასხვა კულტურასა და საგანმანათლებლო პრაქტიკებს შორის არსებული განსხვავებები, რამაც მნიშვნელოვნად გამიღრმავა პროფესიული ხედვა.
მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, სტუდენტობის განსაკუთრებულ, დაუვიწყარ გამოცდილებად ქცევისთვის. საქართველოს უნივერსიტეტი არის სივრცე, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს ევროპულ უნივერსიტეტებს იმ განათლების ხარისხით, რომელსაც სტუდენტებს გვთავაზობს.
რუსუდან გულაშვილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
AP Hogeschool Antwerpen, ბელგია, Erasmus+ პროგრამა
ამიერიდან სიტყვა საუკეთესოს გაგონებაზე გონებაში მუდამ იმ ხუთი თვის მოგონებები ამომიტივტივდება, ბელგიაში რომ გავატარე. ანტვერპენი ჩემს მეორე სახლად იქცა - განათლების გარდა საინტერესო ადამიანები, ფასდაუდებელი გამოცდილებები და ინტერესები მაჩუქა, ისეთი შეგრძნება დამიტოვა, თითქოს სემესტრის დაწყებიდან ხუთი თვე კი არა, ხუთი წელი გავიდა და ამასობაში იმდენი ნაყოფიერი წამი შეემატა ჩემს დღეებს, აქამდე რომ ვერც ვინატრებდი.
ამ პერიოდის განმავლობაში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარსადგენად, უკეთ გავაანალიზე, რა სფეროში ღირს ჩემი უნარების გამოცდა - განვითარება და უამრავი მეგობარიც შევიძინე.
მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს შთამბეჭდავი შესაძლებლობისთვის, აბიტურიენტობისას გაკეთებული არჩევანით მუდამ ვიამაყებ!
ანანო ომაძე
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო გაცვლითი პროგრამით ლოძის უნივერსიტეტში სწავლა. აქ განათლების მიღებასთან ერთად ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი მოგონებებიც დავაგროვე. ეს არის უნივერსიტეტი, სადაც პროფესორები და სტუდენტები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ და მოგცენ ის ცოდნა, რასაც ხარისხიანი განათლება ჰქვია.
ლოძში სწავლის პარალელურად Erasmus Student Network-ის პროექტის ფარგლებში ორჯერ ჩავატარე შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. ასევე მონაწილეობა მივიღე ჟურნალისტურ ვორქშოფში, რაც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება იყო ჩემთვის. გარდა ამისა, შესაძლებლობა მაქვს საუნივერსიტეტო პოდკასტში, როგორც მიწვეული სპიკერი, ვისაუბრო დღევანდელ ჟურნალისტიკაზე საქართველოში.
ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მიღებული გამოცდილება ნამდვილად დაუვიწყარია. ამისათვის, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს!
ანა მოდებაძე
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
Sapienza University of Rome, იტალია, Erasmus+ პროგრამა
მევარანამოდებაძე, საქართველოსუნივერსიტეტისსაჯარომმართველობისფაკულტეტისსტუდენტი. Erasmus+ გაცვლითიპროგრამისფარგლებშისაშუალებამქონდანახევარისემესტრიგამეტარებინაიტალიაში, რომისწამყვანუნივერსიტეტში – Sapienza University of Rome-ში.
ესსემესტრიარიყომხოლოდსასწავლოეტაპი — მანგააჩინასივრცეახალიპერსპექტივების, ინტერესებისადაუნარებისაღმოჩენისთვის. გაცვლითიპროგრამისსაშუალებითარამხოლოდაკადემიურიმიზნებისმიღწევაშევძელი, არამედგანსხვავებულიკულტურებისგაცნობადასაერთაშორისოგარემოშიცხოვრებისადასწავლისუნიკალურიგამოცდილებისდაგროვება. ჩემი სტუდენტური ცხოვრების ეტაპზე გაცვლითი სემესტრი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და მოტივაციის მომცემი იყო.