ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
ევროპული ინოვაციების აკადემია, პორტუგალია, საზაფხულო პროგრამა
სიმართლე გითხრათ, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ სფეროში წარმომედგინა ჩემი თავი. თუმცა დროთა განმავლობაში, როგორც უნივერსიტეტმა, ასევე ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებულმა აქტივობებმა და შესაძლებლობებმა, დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორი მიმართულებით მივდივარ. ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა მთავაზობს, არის მონაწილეობის მიღება ევროპის ინოვაციების აკადემიის საზაფხულო პროგრამაში. უდიდეს შესაძლებლობად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რადგან საშუალება მაქვს დავესწრო ტრენინგებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მენეჯერები ჩაატარებენ. ეს ყველაფერი დამეხმარება დავინახო სამყარო იმ კუთხით, რა კუთხითაც ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის სტუდენტები ხედავენ, გავეცნო მათ შეხედულებებს და ვიმუშაო მათთან ერთად. გარდა ამისა ეს არის შესაძლებლობა პერსონალური განვითარებისთვის და გასაღები არა ერთი კარისა. ამ ყველაფერს კი ბიზნესის სკოლა სთავაზობს თავის სტუდენტებს, რაც დამეთანხმებით, მართლაც ძალიან დიდი საქმეა
მანჩო კიკაძე
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის ზრუნავს სტუდენტების მომავალზე და მათ განვითარებაზე. UG-იმ მომცა შანსი, რომ მიმეღო მაღალი ხარისხის განათლება საზღვარგარეთ და ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩემს ცხოვრებაში ეს ახალი ეტაპია, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია
ელენე ტოგონიძე
სამართლის სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ლოძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საკმაოდ ძლიერია. ლექტორებისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და მათი პირადი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, რაც ლექციებს ძალიან საინტერესოს და დინამიურს ხდის. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები განსაკუთრებით პოზიტიურად არიან განწყობილი ქართველების მიმართ. დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს იმისთვის, რომ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება მომცა.
ლუკა გორგოძე
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ყველაზე მეტად მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ სტუდენტებს მიიღონ განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, საკმაოდ ძლიერ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, პირადად მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული გაცვლითი პროგრამებით და სწორედ მესამე კურსზე ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება წავსულიყავი იქ სადაც მე მინდოდა. ამჟამად პოლონეთში ვარ, უნივერსიტეტმა მომცა საშუალება ვისწავლო გაცვითი პროგრამით, ერთი სემესტრის განმავლობაში, ლოძის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. მადლობელი ვარ საქართველოს უნივერსიტეტის იმისათვის, რომ მომცა შესაძლებლობა მიმეღო ცხოვრებისეული გამოცდილება და გამეღრმავებინა ცოდნა.ვთვლი რომ საქართველოს უნივერსიტეტი კარგი არჩევანია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ გაცვლითი პროგრამით განათლების მიღება უცხოეთში და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.
ლადო გრძელიშვილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ლოძის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების მქონე განათლების ხელმისაწვდომობასა და საინტერესო გარემოს. უნივერსიტეტი აღჭურვილია მაღალკვალიფიციური პერსონალით, ისინი მოწოდებულნი არიან რაც შეიძლება საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სტუდენტებს. ლოძის უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტების ჩართულობით და აქტიურობით. უნივერსიტეტის ირგვლივ არსებული მეგობრული და თბილი გარემო თითოეულ სტუდენტს სწავლის მიმართ კიდევ უფრო დადებითად განაწყობს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ სწავლობენ საერთაშორისო სტუდენტები ლოძის უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ლექცია ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებაა, მოუთმენლად ველი შემდგომი ლექციების ჩატარებასა და საინტერესო ინფორმაციის მიღებას. უნივერსიტეტი ხელს მიწყობს ვიყო აქტიური და თავისუფალი სტუდენტი, ის მეხმარება განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები და მივიღო უზარმაზარი გამოცდილება. მადლობა საქართველოს უნივერსიტეტსა და მის მაღალკვალიფიციურ პერსონალს იმისათვის, რომ მომცა შესაძლებლობა მიმეღო საინტერესო გამოცდილება.
სოფიო ნოზაძე
სამართლის სკოლის სტუდენტი
ვენის და გრაცის ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლა, ELSA
სოფიო ნოზაძე, 8-16 ივლისს, მონაწილეობდა ვენის და გრაცის ბიზნეს სამართლის საზაფხულო სკოლაში, რომელიც ორგანიზებულია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) მიერ. საზაფხულო სკოლის აკადემიური პროგრამა ორიენტირებული იყო იურიდიულ და საგადასახადო ასპექტებზე, კონკურენციის შესახებ კანონზე, სამომხმარებლო სამართალზე, საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებსა და ევროზონის კრიზისის მართვაზე.