გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტუდენტებისთვის თურქეთში, Acibadem University-ში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.acibadem.edu.tr/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან Acibadem University-ში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ: · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
Acibadem University-ს მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: მედიცინის პროგრამა - https://obs.acibadem.edu.tr/oibs/bologna/index.aspx?lang=en# * *მონიშნეთ Academic Units, სასურველი საფეხური და სასურველი პროგრამა
Acibadem University-ში ისწავლება მედიცინის, ფარმაციის, საექთნო საქმის, ჯანდაცვის მენეჯმენტის და ნუტრიციის პროგრამები.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
Acibadem University სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://obs.acibadem.edu.tr/oibs/bologna/index.aspx?lang=en# * *მონიშნეთ General Information For Students და Accommodation
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ Acibadem University-ში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება
თუკი სტუდენტი არ ფლობს სერტიფიკატს და არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის შესაბამისი დონე, შესაძლებელია სტუდენტმა ენის ფლობა დაადასტუროს ინგლისური ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG-ს შეტყობინებების მეშვეობით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი.
|
აპლიკაცია |
აპლიკანტების შერჩევა ხდება კონკურენციის საფუძველზე, მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.
აღნიშნული საბუთები სტუდენტმა უნდა გამოგზავნოს ელექტრონულად შემდეგ გვერდზე: https://forms.gle/HWsaHGCmnMwGoyL36
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაციების გამოგზავნა შესაძლებელია 11 დეკემბრის ჩათვლით
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097
|