ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ანტვერპენის უნივერსიტეტი - ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა ბელგიაში
21 September 2023

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის ბელგიაში

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს გაცვლით პროგრამას Erasmus+ Key Action 171 პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის AP University of Applied Sciences and Arts-ში, ბელგიაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.ap.be/en/homepage

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან AP University-ში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრში- 2023-2024 აკადემიური წელი)

 

 

პროგრამაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი პროგრამების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს:

·         სტრატეგიული კომუნიკაციები

·         ჟურნალისტიკა

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობისთვის განკუთვნილ გრანტს. 

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

 

სასწავლო შემოთავაზება

 

AP University-ს მიერ ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების სია იხილეთ აქ:   https://www.ap.be/en/opleiding/journalism-advertising-and-public-relations-jap

 

გთხოვთ, საგნების შერჩევის შესახებ კონსულტაცია გაიაროთ თქვენი სკოლის ასისტენტთან.

 

 

საცხოვრებელი

 

AP University-უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.ap.be/en/international/practical-information

 

სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა

 

 

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv )

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი* - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         ვიდეო CV

o    ენა - ინგლისური

o    ხანგრძლივობა - 1წთ 30წმ

o    ფორმატი 720 25p (=HD-ready) ან 1080 25p (Full HD)

o    შინაარსი - ვიდეოში სტუდენტმა უნდა ისაუბროს თავის თავზე და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციაზე

o    გადმოგზავნა - ვიდეო იგზავნება ცალკე, სხვა დოკუმენტებისგან განცალკვებეით. სტუდენტმა ვიდეო უნდა ატვირთოს WeTransfer-ზე და გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე - m.revazishvili@ug.edu.ge 

 

*თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა სავალდებულო

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/729Liv2YpRFZu8NT7

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო სივის გადმოგზავნა ხდება მხოლოდ მეილით. ვიდეო სივის გადმოგზავნის გარეშე სტუდნტის აპლიკაციის განხილვა არ მოხდება. სტუდენტმა ვიდეო უნდა ატვირთოს WeTransfer-ზე და გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე - m.revazishvili@ug.edu.ge 

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

შერჩეული სტუდენტები აპლიკაციის მეორე ეტაპს გაივლიან AP University-ში. აპლიკაციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.ap.be/en/international/how-apply#3-documents

 

აპლიკაციის გამოგზავნის საბოლოო ვადაა 29 ოქტომბერი.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი