გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს გაცვლით პროგრამას Erasmus+ Key Action 171 პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის AP University of Applied Sciences and Arts-ში, ბელგიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.ap.be/en/homepage
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან AP University-ში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრში- 2024-2025 აკადემიური წელი)
პროგრამაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი პროგრამების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს: · სტრატეგიული კომუნიკაციები · ჟურნალისტიკა
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობისთვის განკუთვნილ გრანტს.
*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
AP University-ს მიერ ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების სია იხილეთ აქ: https://www.ap.be/en/opleiding/journalism-advertising-and-public-relations-jap
გთხოვთ, საგნების შერჩევის შესახებ კონსულტაცია გაიაროთ თქვენი სკოლის ასისტენტთან.
|
საცხოვრებელი |
AP University-უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.ap.be/en/international/practical-information
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv ) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი* - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · ვიდეო CV o ენა - ინგლისური o ხანგრძლივობა - 1წთ 30წმ o ფორმატი 720 25p (=HD-ready) ან 1080 25p (Full HD) o შინაარსი - ვიდეოში სტუდენტმა უნდა ისაუბროს თავის თავზე და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციაზე o გადმოგზავნა - ვიდეო იგზავნება ცალკე, სხვა დოკუმენტებისგან განცალკვებეით. სტუდენტმა ვიდეო უნდა ატვირთოს WeTransfer-ზე და გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე - m.revazishvili@ug.edu.ge
*თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა სავალდებულო
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/729Liv2YpRFZu8NT7
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.
გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო სივის გადმოგზავნა ხდება მხოლოდ მეილით. ვიდეო სივის გადმოგზავნის გარეშე სტუდნტის აპლიკაციის განხილვა არ მოხდება. სტუდენტმა ვიდეო უნდა ატვირთოს WeTransfer-ზე და გადმოაგზავნოს შემდეგ მეილზე - m.revazishvili@ug.edu.ge
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
შერჩეული სტუდენტები აპლიკაციის მეორე ეტაპს გაივლიან AP University-ში. აპლიკაციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.ap.be/en/international/how-apply#3-documents
აპლიკაციის გამოგზავნის საბოლოო ვადაა 10 აპრილი.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097
|